ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2014


მეხსიერება

ტყავს, გველი იცვლის მხოლოდ, რადგანაც,
სულით დაბერდეს და ზრდა გგანაგრძოს.
ეჰ, სამწუხაროდ გველებს არ ვგავართ,
ჩვენ - სულებს ვიცვლით, სხეულს - არასდროს.

მეხსიერებავ, ხელით გიგანტის,
ყოფას წინ უძღვი: მხედარი - ვით ცხენს.
შენ მომიყვები და მათ მიმათვლი,
ვინც ეს სხეული ჩემამდე იცნნეს.

უპირველესზე: ტყის უკუნეთი
რომ შეიყვარა; ფოთოლი მწყდარი, -
ჯადოსნურ ბავშვზე, რომელსაც ერთი
სიტყვით მოჰყავდა ავდარში, დარი.

წითური ძაღლი; ხე შეეყვარა... 
მეხსიერებავ, ვერ ნახავ ნიშანს,
ვერ დააჯერებ ვერც ამ ქვეყანას,
რომ ჩემი სული, იმ ბავშვი იშვა.

მეორეს... უფრო სამხრეთის ქარი...
ყოველ ხმაურში სცნნობდა ხმას ლირის,
ამბობდა: ყოფა - არის დაქალი;
რომ სამყაროზე, ვით ნოხზე ივლის.

ის, სულ არ მომწონს ასეთი, რადგან,
თავს ღმერთ-მეფობის ნდომით მაბეზრებს...
მან ჩამოკიდა პოეტის აბრა,
ჩემი მდუმარე სახლის კარებზე.

რჩეული მიყვარს - თავისუფლების,
მშვილდოსანი და ნორჩი იუნგგა, -
შურით უმზერდნენ როცა ღრუბლები,
წყლების სიმღერა რომ გგაციურდა.

მისი კარავი მაღალი იყო,
ცხენები მძლავრნი, მკვირცხლნი და სწრაფნი.
ვით ღვინოს - სვამდა ჰაერის სიტკბოს,
ჯერ არსად ხილულს ქვეშ ზეცის მნათის.

მეხსიერებავ, სუსტდები ჟამ-ჟამ,
ვის ეყავ სხვა გგზის თანამოაზრედ?
თავისუფლება, ნეტავ რა გარჯამ
შეაცვლევინა წმინდა ბრძოლაზე.

შიმშილს, ტანჯვას, ის ცნობდა წყურვილს,
უსასრულო გზას, ძილს - შფოთის მპყრობელ
და მკერდს, რომელსაც ტყვიაც გვერდს უვლის,
წმინნდა გიორგი შეეხო ორჯერ.

მე - რომლის წინაც უკუნეთიდან
აღსდგა ტაძარი, - ჯიუტ სიბრაზედ,
მამის დიდება ცეცხლად მეკიდა,
როგგორც ზეცაში, ისე მიწაზე.

და ეკიდება ასე გგულს ალი,
დღემდე - როცა ზე აღემართება
კედლები, ახალ იერუსალიმს,
ჩემს ქვეყანში - როგორც ნნათება.

ქარი დაბერავს სულ უცხო მაშინ 
და განნათდება ზეცა - საშინელ
ფერებს გგადაშლის უეცრად წამში,
პლანეტთა წარმტაც ციურ ბაღშივე.

ჩემს წინ წარსდგგება... არა, არ ვიცი...
სახემალული; მივხვდები მაინც,
ლომს რომ წინ უძღვის - კვალდაკვალ, მხეცი
და მისკენ, მფრინავს რომ ვნახავ არწივს.

ვიყვირებ, თუმცა ვინ არს მშველელი,
რომ ჩემმა სულმა ყოფა განნაგრძოს?
ტყავს კი, იცვლიან მხოლოდ გველები,
ჩვენ - სულებს ვიცვლით, სხეულს - არასდროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები