ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2014


ღამენათევი ფიქრები

ძილი აღარ მეკარება თვალებზე,
სიცივისგან გამეთოშა აზრები,
ღამე ჩუმად დაზოზინებს ოთახში,
თითქოს საუკუნედ იქცნენ წამები.
საათივით მიწიკწიკებს გონება,
ისრებივით ტრიალებენ ფიქრები,
თოვლის ჭირხლი მოსდებია ჩემს მზერას,
სიბნელეში უსინათლოდ ვგიჟდები.
წლების მერე გადავფურცლე ცხოვრება,
და წარსულზე მონათხრობთან შევჩერდი,
დავინახე უამრავი შეცდომა,
სიმწრისაგან გადმომცვივდა ცრემლები.
სამწუხაროდ ვეღარ შვცვვლი ვერაფერს,
რაც დავწერე უკვე დაბეჭდილია,
სჯობს აწმყოში დავალაგო ნელ-ნელა,
რაც ისედაც ძლიერ აწეწილია.
ჩემთან ერთად იზმორება სიცოცხლე,
უარყოფით ემოციებს იშორებს,
თუმცა ცდილობს აჰყვეს დროის დინებას,
ბიპოლარულ გრძნობებს ვეღარ იოკებს.
შუაღამე გადასულა ,ალიონს
ვეგებები დანამულოი სიზრებით,
ჩემთან ერთად სიცოცხლის სადღეგრძელოდ
მზემ მინდორზე ჩამოასხა სხივები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს