ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


დულსი

/დედა ვატირე ყველა ოცნების,
სადაც შენ არ ხარ.../

თვალს ახამხამებს დღე და ღამე, მეც ვეღარ ვასწრებ
შენთან მორბენას, ნოემბერიც წვიმას ეახლა.
წლები გავიდა ბავშვობიდან, რაც დავაფასე
მე დონ კიხოტი, რადგან ჩემი დულსინეა ხარ!..

ვარაუდობენ, ამ ცის ტოლი ფანტაზია მაქ,
შეუცნობელი აღარ დამრჩა არც ერთი პულსი.
და დიდხანს გკოცნე ტუჩებიან-თვალებიანად,
და ჩემს ბეჭებზე თავი გედო წლებია, დულსი.

ფანჯრიდან ვუშვებ ოცნებების მტრედებს ნაცრისფერს,
ეშმაკმა ლახვროს, იფრენენ თუ იტეხენ კისერს.
სანჩო მთვარეა (სერვანტესს და დედას გაფიცებ)
ჩემკენ იარე, მე ცის ზღვისფერ სიხარულს ვისმენ.

და ფანტაზია - ჩემი ნერვის მიწით ნაშენი
სავსეა შენი სურათებით, ხმით და ღიმილით.
ბევრგან ვიარე, ვერ ვიპოვე ვერსად საშველი,
სჯობს,ისევ სიკვდილს მივეკერო გულზე ღილივით.

არ მენანება გმირობა და კომპლიმენტები,
თუმც წლებმა უფრო გამიდიდა ფანტაზია და
დონ კიხოტივით დულსი, ნახე - გამოვპოეტდი..
მე და შენ ერთად? - ეს ცალმხრივი ისტორიაა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები