ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2014


* * *

წამოდი, გავცილდეთ ამდენ ფიქრს, ამდენ ხალხს,
მე ვიცი, სად არის საჩვენო სიმშვიდე.
არ გვინდა ყველაფრის სახალხოდ გამხელა,
შენ დედა იქნები, ლექსებით მიშვილე.
წერს ეს თვეც სიყვითლით ქალაქებს წვეთ-წვეთად,
ძირს ყრია მთელი წლის ნაშრომის ზიანი.
ვიაროთ, ვირბინოთ, მე ლექსებს დავწერ და
შენც ასე გახდები მრავალშვილიანი.
ვიცი,რომ თვალები მეც გამიანკესდა,
გაირბენს დღეები, გაირბენს სტრიქონი.
იფიქრებ, რომ თითქოს სულ ზიხარ სარკესთან,
ჩემს ყველა ფრაზაში შენს თავს რომ იპოვნი.
მაფხიზლებს ხალხის ხმა - მცდარი რეალობა,
ნაძვებს სულ არ სცივათ - უშველეს გენებმა.
ვიცი, რომ მზე გიყვარს და ისიც წამოვა,
საერთოდ ჩვენ-ჩვენი მზეები გვექნება.
არ მინდა ჩამოთვლა, ამას იქ მოვყვები,
გული გამიწვრილა ბეღურის ჟივჟივმა.
(უეცრად ნატვრების დამცვივდა სტროფები)...
შენ მხოლოდ თანხმობა -
ხომ იცი, გიჟი ვარ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები