ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2014


ქალავ – შველივით ლამაზო

ქალავ – შველივით ლამაზო
მინდა გეცეკვო ოსური,
შენი მოყმე ვარ... ამქვეყნად
სიყვარულისთვის მოსული.
კეთილი შურით მშურს იმის –
ვინც ემაგ ბაგეს გიკოცნის,
ამ ტიალ წუთისოფელში
ვისი აზრიც ხარ სიცოცხლის.
მე შენთვის მაინც ვიცეკვებ,
თუნდ დამიწესონ ბეგარა,
მოვალ და ერთხელ გაკოცებ,
ამით არ დაშავდება რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები