ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
20 ნოემბერი, 2014


მარინა ცვეტაევა "სუფრა გავშალე ახლა ექვს პირზე”

სულ ვიმეორებ პირველ ლექსს ისევ
და სულ ვამოწმებ სიტყვათა რიგებს:
-”სუფრა გავშალე ახლა ექვს პირზე”...
შენ დაგავიწყდა ერთი - მეშვიდე.

ვერ მხიარულობთ თქვენ ერთად, ექვსნი.
გავხართ მაგ სევდით წვიმის შეგირდებს...
ასეთ სუფრასთან, - არაფრით მესმის -
რად დაგავიწყდა თეფში - მეშვიდე?..

სტუმრებს არა აქვთ ხალისის მადა,
დგას უმოქმედოდ ეგ ბროლის თასი.
უჩვევი სევდა ყირაზე დადგა,
არმოწვეულის ნაღველის მსგავსი.

არც მხიარული და არც მშვიდი წრე.
ოხ! არც ჭამთ რამეს, არც ღვინო თასში.
- რიცხვი როგორღა გადაივიწყე?
ან როგორ შეცდი ასე დათვლაში?

როგორ გაბედე, ო, როგორ ნეტავ,
ნუთუ ექვსია: ორი ძმა, მესამე -
თვითონ, მეუღლე, მამა და დედა,
სულ კი შვიდნი ვართ - მეც მომესალმე!

შენ კი, ექვს პირზე გაშალე სუფრა,
როცა სამყარო ექვსზე მეტია.
აქ, საფრთხობელად ყოფნას და სუნთქვას,
- აჩრდილად ვარჩევ თქვენთან ხეტიალს -

(ჩემებთან)...

როგორც სათუთი ქურდი,
მსურს, რომ ცოცხლებთან ერთად გზებს ვვლიდე!
არდადგმულ თეფშთან არარას ვვუდრი,
- უპატიჟებლად ვჯდები, მეშვიდე.

ვითომ შემთხვევით - იქცევა ჭიქა!
და წყურვილს იკლავს სუფრა ქათქათა, -
თვალთა ცრემლი და ტკივილი - მიქრა,
თითქოს სიწითლემ გამომანათა.

და აღარც კუბო! არც განშორება!
სუფრაც და სახლიც გახდა მღვიძარე.
როგორც ქელეხი გაქორწილდება,
ვახშად სიცოცხლე შემოვიმძღვარე.

...არავინ: არც ძმა, არც ძე, არც ქმარი,
არც მეგობარი - და მაინც გყვედრი:
შენ - ექვსი თეფში რომ გაქვს საკმარი,
მე რომ არ დამსვი შენს მხართან - გვერდით.



Марина Цветаева

"Я стол накрыл на шестерых..."

Всё повторяю первый стих
И всё переправляю слово:
- "Я стол накрыл на шестерых"...
Ты одного забыл - седьмого.

Невесело вам вшестером.
На лицах - дождевые струи...
Как мог ты за таким столом
Седьмого позабыть - седьмую...

Невесело твоим гостям,
Бездействует графин хрустальный.
Печально - им, печален - сам,
Непозванная - всех печальней.

Невесело и несветло.
Ах! не едите и не пьете.
- Как мог ты позабыть число?
Как мог ты ошибиться в счете?

Как мог, как смел ты не понять,
Что шестеро (два брата, третий -
Ты сам - с женой, отец и мать)
Есть семеро - раз я на свете!

Ты стол накрыл на шестерых,
Но шестерыми мир не вымер.
Чем пугалом среди живых -
Быть призраком хочу - с твоими,

(Своими)...

Робкая как вор,
О - ни души не задевая!-
За непоставленный прибор
Сажусь незваная, седьмая.

Раз!- опрокинула стакан!
И всё. что жаждало пролиться,-
Вся соль из глаз, вся кровь из ран -
Со скатерти - на половицы.

И - гроба нет! Разлуки - нет!
Стол расколдован, дом разбужен.
Как смерть - на свадебный обед,
Я - жизнь, пришедшая на ужин.

...Никто: не брат. не сын, не муж,
Не друг - и всё же укоряю:
- Ты, стол накрывший на шесть - душ,
Меня не посадивший - с краю.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები