ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2014


აპოკალმისი

იანვარია, წამებაა ახლა წუთები,
გაყინულ ღამეს შერჩენიხარ ფიქრის ამარა,
გასცდები წამით და (დასწყევლოს) კვლავ უბრუნდები
ფერშეცვლილ სოფელს, დედის ცრემლებს, მამის ჭაღარას.

უხერხულია სენტიმენტებს აყვე ბავშვივით,
ისე ფასდება ახლა ირგვლივ მატერიალი,
რომ ყველა დებილს, არაკაცს და კახპის ნაშიერს
ადღეგრძელებენ და გრძელდება ასე ტრიალი

ცოდვილი მიწის და ეს წარღვნაც ისე შორი ჩანს,
თვით პლანეტები მიილტვიან სუიციდისკენ,
ცოტაც და შმაგი დედამიწა მთვარეს მოიჭამს
და გაშიშვლებულ კონტინენტებს გადაიწითლებს;

ცოტაც და ისე დამოკლდება ირმის ნახტომი,
რომ მშიერ ლომსაც ნადირობის ჟინს დაუკარგავს,
მთელი სამყარო აფეთქდება  როგორც ატომი
და ოქროებიც გადაჰყვება ურნაში ნაგავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები