 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2014 |
მართლა მომენატრე ნეტავ თუ შენ მომანატრე თავი, ეხლა ფშაურ სიზმრებს ვხედავ, რა ვქნა, მეძახოდა ფშავი. იყო ამზევება დღეთა, არაგვს მოვაცურე ნავი, იქნებ ამოხვიდე ჩემთან, მთასთან შენაც დადო ზავი.... ამო, მოსალბუნედ მექეც, თორემ ობლობაა მკაცრი, უფლის განგებაა ეგეც, აღარ გამამტყუნო კაცი. ხევი იისფერულს იძენს, ამო, შე მთიების თვალო, ოღონდ გამოქცევის მიზეზს ნუღარ მომაყოლებ ქალო. მართლა მომენატრე ნეტავ თუ შენ მომანატრე თავი.... ფშაურ სიზმრებშიაც გხედავ, აი, ეგეთია ფშავი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. +.13.02.15წელი. მშვენიერი ნათქვამია. იისფერულია ფშავში ყველაფერი და სულშიც. რაღაც განსაკუთრებული. მიმზიდველი და საერთოდ მთებში ასეთი მომხიბლველია გაასკეცებულად ყოველი დრო. მისი ასე დანახვა კიდევ ნიჭია ... +.13.02.15წელი. მშვენიერი ნათქვამია. იისფერულია ფშავში ყველაფერი და სულშიც. რაღაც განსაკუთრებული. მიმზიდველი და საერთოდ მთებში ასეთი მომხიბლველია გაასკეცებულად ყოველი დრო. მისი ასე დანახვა კიდევ ნიჭია ...
17. მიყვარს ფშაური ლექსები! მიყვარს ფშაური ლექსები!
16. "ფშაურ სიზმრებშიაც გხედავ, აი, ეგეთია ფშავი." მიყვარს ფშავი და თქვენი ლექსიც მომწონს ძალიან :) "ფშაურ სიზმრებშიაც გხედავ, აი, ეგეთია ფშავი." მიყვარს ფშავი და თქვენი ლექსიც მომწონს ძალიან :)
13. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
12. მშვენიერი სალაღობო...:-*
მშვენიერი სალაღობო...:-*
11. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
10. თანამედროვე პოეზიაზე სიმართლე გითხრა, არ ვარ მაღალი წარმოდგენის. მხოლოდ რამოდენიმე პოეტს ვაფასებ და შენ ერთერთი ხარ. წარმატებები, კახელო 55555 თანამედროვე პოეზიაზე სიმართლე გითხრა, არ ვარ მაღალი წარმოდგენის. მხოლოდ რამოდენიმე პოეტს ვაფასებ და შენ ერთერთი ხარ. წარმატებები, კახელო 55555
9. მართლაც ფშაური მონატრებაა :) მშვენიერია 5 მართლაც ფშაური მონატრებაა :) მშვენიერია 5
8. მშვენიერი სალაღობო-სატრფიალო ლექსი, სევდის არშიებით.
მშვენიერი სალაღობო-სატრფიალო ლექსი, სევდის არშიებით.
7. ფშავი მუდმივად მენატრება ხოლმე, ჩამოსვლის დღიდან გაზაფხულამდე. ხევი იისფერულს იძენს, ამო, შე მთიების თვალო, ოღონდ გამოქცევის მიზეზს ნუღარ მომაყოლებ, ქალო. _ ძალიან მომეწონა!!! +5 ფშავი მუდმივად მენატრება ხოლმე, ჩამოსვლის დღიდან გაზაფხულამდე. ხევი იისფერულს იძენს, ამო, შე მთიების თვალო, ოღონდ გამოქცევის მიზეზს ნუღარ მომაყოლებ, ქალო. _ ძალიან მომეწონა!!! +5
5. ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 ნოემბერი, 2014
4. ლევანას გამოჩენა როგორ მიხარიააააა ლევანას გამოჩენა როგორ მიხარიააააა
1. ასე იცის მთის მონატრებამ, ფშავში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 2011 წლის 25 იანვარს ვიყავი და ახლაც მენატრება იქაურობა. ასე იცის მთის მონატრებამ, ფშავში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 2011 წლის 25 იანვარს ვიყავი და ახლაც მენატრება იქაურობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|