ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
24 ნოემბერი, 2014


ანა ახმატოვა


მეწვიე, მოდი და მნახე მე.
მეწვიე. ვარსებობ. ტკივილს ვგრძნობ.
ვერავინ გაათბობს ამ ხელებს,
ტუჩებმა "კმარა!" თქვეს - იმიტომ.

აწ, ყოველ საღამოს მიდგამენ
სარკმელთან სავარძელს. გზებს ვხედავ.
გამტყუნებ - არა! რომ მიგანე
და მწარე დამაჩნდა შეხება.

არ ვუფრთხი ამქვეყნად არაფერს,
ვფითრდები, არ მყოფნის ჰაერი.
რადგანაც საშიშად ნაღამებს,
მოჰყვება კვლავ შენი თვალები.



Приходи на меня посмотреть.
Приходи. Я живая. Мне больно.
Этих рук никому не согреть,
Эти губы сказали: "Довольно!"

Каждый вечер подносят к окну
Мое кресло. Я вижу дороги.
О, тебя ли, тебя ль упрекну
За последнюю горечь тревоги!

Не боюсь на земле ничего,
В задыханьях тяжелых бледнея.
Только ночи страшны оттого,
Что глаза твои вижу во сне я.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები