ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2014


პოეტი არ არის ღმერთი...

„პოეტი არ ნიშნავს ზეცას“
          თორნიკე გოგნიაშვილი.


„პოეტი არ ნიშნავს ზეცას“ ვერ ლაპარაკობს ღმერთთან,
მაგრამ როდესაც სხვები ლოგინს იშლიან ღამით,
მთვარის ვერცხლისფერ სხივებს ის სტრიქონებად ართავს
და თავს იმშვიდებს მხოლოდ.... პოეტი არ არის ქალი,

პოეტი არ არის კაცი, მისგან ნუ ითხოვთ ამას...“
ღიმილიანიც დადის, (ხშირად ებმევა შარშიც)
თითქმის ყოველთვის უჭირს ყველაფრის სწორად აღქმა.
ხან ისეთია იგი, როგორიც დიდი ბავშვი...

ხან ანგელოზსაც მოჰგავს ხან დემონია თითქოს.
ხშირად არიდებს თვალსაც უსამართლობას, როგორც
ვერ ამოძირკვულ ფესვებს, სარეველის და ფიქრობს....
სწყევლის პოეტი ყოფას და ბედისწერის მომგონს,

მაგრამ როდესაც ხედავს ან სხვისი ჭირი ესმის,
ადამიანში, როგორც.... მასშიც სახლდება ღმერთი!
(თან,) უბის ჯიბით დააქვს წაუკითხავი ლექსი,
მტრის დასამარხი მიწა და ერთი ტყვიით მეტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები