ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ნოემბერი, 2014


არ ვარქმევ ჩემს გრძნობას არც პროზას, არც პოეზიას, მაგრამ მინდა , რომ შენამდე მოვიდეს, როგორც სილამაზის ჰარმონია...

ყველა ფრაზის და წინადადების ბოლოს მე შენ გხედავ...
მათში სასვენ ნიშნებს მხოლოდ  შენს გამო ვსვამ:
მაშინ როცა ვგრძნობ, როგორ გიცემს გული, მძიმეს შემოგაშველებ, რომ მხრებში შეგიდგეს და სიმძიმისგან ჩამოვარდნილ
ბეჭებში შეღავათი გაგრძნობინოს, ამოგასუნთქოს...
ხანდახან, როცა უფრო მეტად  დაღლილს გხედავ, მე წერტილს დავსვამ, რომ  წამით  შეგაჩერო, აფორიაქებული დაგამშვიდო  და
ჩახუტებისგან სუნთქვა გაგიხშირო.
  ყველა ფრაზაში , ყველა სიტყვაში ,  შენს თვალებს ვხედავ,  ისინი  სიტყვებზეა გადაფარებული.
  თოვლით დაფარულ ქუჩაში ყველა ნაფეხურს შენსას ვადარებ. იქნებ მისია, ვაითუ შესცივდა--ვფიქრობ და ნაფეხურში  ჩამდგარ წყალს თვალით ვზომავ.
ჩვევად მექცა,ყოველდღე, სამჯერ , ერთსა და იმავე ქუჩაზე, შენს ქუჩაზე გავლა: დილით, საღამოს და ...გამთენიისას.
დილით, სამიდან ოთხამდე, ვზივარ შენს სახლთან ახლოს და ვუყურებ მხოლოდ შენ კარს, მერე გამთენიას გაყინული ვბრუნდები
სახლში , დიდხანს, დიდხანს ვფიქრობ შენზე და...ვთბები.
სამჯერ ვახსენე წუხელ ღმერთი და სამჯერვე შენ დამიდექი თვალწინ.
უღმერთობაა უშენობა და შენ თავად ხარ ჩემში ღმერთიც და ხატიც.
თუ ოდესმე მეღირსება  შენთან  ერთად გამოვიდე ეკლესიიდან, მხოლოდ მაშინ  ვიწამებ, რომ არსებობს ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები