ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2014


When Your Love Has Gone

ვდარდობ,
უშენოდ ვდარდობ
სევდის წვეთები მაკრთობს
როგორც ცივი წვიმის ნაკაწრი
                                      ცხელ კანზე.
მათოვს აქ უშენობა მათოვს 
                                    და გნატრობ
როგორც პირველად როცა თან მყავდი
და მხოლოდ შენ მწამდი.

მთვარე დაუკრავს ჩვენი სიყვარულის სონეტს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები