ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2014


ციკლიდან "ყადირ" N:1

ღამეა სველი, დააბრმავა ორთქლმა ფანჯრები,
მოგონებები ცუნამივით მოაწყდა ნაპირს
და იმ დღესავით უმწეო ვარ - ასეც დავრჩები,
რომ ჩაგვეძინა და ძროხები დავკარგეთ ყადირ.

ახლა ყველაფერს „საბადურის” ნაგვის სუნი აქვს,
ყადირ, ძმობილო! გამოშტერდა მასა ისე , რომ
ხანდახან ვფიქრობ შევაგინო მადლი დუნიას
და თბილ ვანაში ჩუმად მაჯა გადავისერო.

ყალბი ცრემლების საწვეთურში კუნძივით ვლპები
და თავი უფრო მეზიზღება, რაც ხანი გადის,
მე მაპატიე, რომ ჰგონია ვიღაცა დებილს,
თითქოს და შენზე მეტი ვიყო რაღაცით ყადირ;

მე მაპატიე, რომ ვიღაცა ურცხვად დაგცინის,
შენზე კარგ კაცის ყოყლოჩინა დედა ვატირე
და რაც არ უნდა გაიწელოს დრო და მანძილი,
შენს სამახსოვროდ კვლავაც ხშირად წავუყადირებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები