 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 დეკემბერი, 2014 |
შარშან ჩვენი სკოლის ორმოცდაათი წლის იუბილესთვის ვემზადებოდით და ყველა კურსდამთავრებულს შევეხმიანეთ, ვის შეეძლო მონაწილეობის მიღება, ჩამოსვლა ანდა მოლოცვა, რომ ზოგი რამ საღამოზეც წაგვეკითხა. რამდენიმე წერილი მართლაც მივიღე . ყოველთვის მიხარია, როცა ნამოწაფარის წერილს ვითხულობ, მისი კალიგრაფიაც კი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ და ახლანდელს ვადარებ. იყო ბევრი გამოხმაურება და თბილი სიტყვები. ამ წერილს კი განსაკუთრებული შინაარსის გამო, კიდევაც გამოვაქვეყნებ. "ქალბატონო ნარგიზ, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით , გილოცავთ სკოლის და თქვენს იუბილეს, ღმერთმა გახარებული და ჯანმრთელი გამყოფოთ.მიყვარხართ და მენატრება ის დრო, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ცხოვრება ყველა სიძნელეს გვიმალავდა. მენატრება სკოლის ამხანაგები და თქვენთან გატარებული ყოველი წუთი,ეს წერილი შეგიძლიათ ხმამაღლა გამოაქვეყნოთ, მაგრამ რასაც ბოლოში მოგწერთ, ეს მხოლოდ პირადად თქვენდამი იქნება მოწერილი და მარტო თქვენ წაიკითხეთ: უკვე ოცდათორმეტი წლის ვარ, დაოჯახება კი ვერა და ვერ მოვახერხე, ხან რა მიშლის ხელს და ხან რა. არ მიმართლებს. არადა მამაჩემის და დედაჩემის საყვედურებს ხომ ვერა და ვერ გავექეცი. რამდენჯერაც პატარა ხბო დაიბადა მამაჩემის ოჯახში, გივიმ ყველას "ქორწილა" დაარქვა,ზრდის მათ, ასუქებს , მაგრამ ჩემს დაქორწინებას რომ არ დაადგება ხოლმე საშველი, მერე კი გულდაწყვეტილი ყიდის... მეც რაღაცნაირად , თითქოს ხელფეხი მაქვს შეკრული, ბედი გვერდს მივლის... ძალიან გთხოვთ, წყევლა მომხსენით და დამლოცეთ! პატივისცემით ირაკლი ა. " წერილი რამდენჯერმე გადავიკითხე და სიცილი ვერ შევიკავე.
რა წყევლა, რომელი წყევლა...აჰა, რაღაც გამახსენდა .
მეათე კლასში იყვნენ, ირაკლი და მისი ამხანაგები. გალაკტიონს გავდიოდით , ზუსტად მახსოვს. ამ ასაკში ყველა ახალგაზრდას შეყვარებული გამოცხადებულად თუ არ ყავს, ვიღაცას მაინც ეტრფის ... ეს ის ასაკია, როცა რომ არ გინდოდეს, მაინც გიყვარს... მათ კლასშიც ბევრი ისეთი სწავლობდა, ჩემთვისაც კი ჰქონდათ გული გადაშლილი ვიცოდი,და ბევრი მყავდა ისეთი, უთქმელადაც რომ ვიცოდი, გულში ისარი ჰქონდა გაყრილი და დაჭრილი იყო მარადიული გრძნობით. ამიტომ კლასში დასაინტერესებლად ვთქვი: --- გალაკტიონის ლექსებს ყველა შეყვარებული ადამიანი ხალისით სწავლობს მეთქი. ---რაო, რაო--გამოცოცხლდა ყველა.მომაყოლეს, თუ რამ სასიყვარულო ისტორია და ფაქტი ვიცოდი ავტორის შესახებ და გულდასმით მომისმინეს. შევატყე, ირაკლი გულგრილად შეხვდა ამ ამბავს. მეორე დღეს ყველას გამოვკითხე ლექსი. მონდომება აშკარად ჩანდა, მთელი გრძნობით ყვებოდნენ .,. და თითქმის ყველამ იცოდა. გაკვეთილი მარტო ირაკლიმ არ იცოდა. მე არ დავთმე და გაკვეთილი მეორე დღისთვის გადავუტანე.
მეორე დღეს მართლაც მოინდომა და ლექსი "ჩამაბარა,", როგორც რამე დიდი ხარკი, მაგრამ ზეპირად კარგად არ იცოდა და ვატყობდი, მაგიდაზე დაწერილი "შპარგალკიდან" იპარავდა სიტყვებს.
ბიჭებისთვის ჩუმად უთქვამს, მეტი საქმე არ მაქვს, ზეპირად ვისწავლოო. რა თქმა უნდა , უკმაყოფილი დავრჩი და გულდაწყვეტილმა ვთქვი: ---ამ ლექსს რომ ადამიანი ზეპირად არ ისწავლის, ის სიყვარულის ღირსიც არაა მეთქი.
ეს ამბავი ისევე ჩაბარდა ისტორიას, როგორც ყველა ჩატარებული და გაცდენილი გაკვეთილი.სკოლა დაამთავრეს და თავიანთ გზაზე გავიდნენ, ხანდახან მეხმიანებოდნენ, ხან მე ვკითხულობდი მათ ამბებს , შორიდან.
ყველას ამბავი ვიცოდი, ვინ დაქორწინდა, ვინ მაგისტრანტი გახდა და ვინ საზღვარგარეთ დასახლდა საცხოვრებლად. ირაკლის ამბავიც ხუთი თითივით ვიცოდი, ცნობილ ანსამბლში მღერის და წარმატებული ახალგაზრდაა. ჩემი "წყევლის" ამბავი და მისი ძალა კი მეტისმეტად მძაფრად ჩარჩენია გულში .
რა თქმა უნდა ,"წყევლა" მოვხსენი.
გრანდიოზულ ქორწილშიც მალე მოვილხინე და პატარა , ულამაზესი ჩვილი გოგონას ფოტოებსაც ხშირად ვულაიქებ უკვე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იმედია ამ წერილს არ წაიკითხავს, ან თუ წაიკითხავს, არ მიწყენს:D იმედია ამ წერილს არ წაიკითხავს, ან თუ წაიკითხავს, არ მიწყენს:D
2. არაუშავს:) 4 არაუშავს:) 4
1. სიამოვნებით ჩავიკითხე 5. სიამოვნებით ჩავიკითხე 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|