ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2014


თუ გინდა...

შენ კატის ნაბიჯით,
აფხიზლებ მაგ ქალაქს,
და გირლიანდები თვალებში გრჩებიან.
მე, კი აქ თბილისმა დღეს,
ისე დამღალა,
რომ ამ დროს ყოველთვის წუწუნი  მჩვევია...

აბა თქვი რას შვრები,
მოჰყევი თუ გინდა
მე, მაინც არ ვიცი რას ვიზამ ამჯერად...
როდისმე ყველაფერს,
დავიწყებ თავიდან
(ვამბობ და საკუთარ თავისაც არ მჯერა.)

შენ, მიდი თამამად გაჰყევი ქუჩებს და
მე, ბებერ სოლოლაკს,
ავივლი აღმართით.
და ჩვენი შეხვედრა უეცრად თუ შედგა,
ვთქვათ ის, რაც აქამდე იყო და...
არა ვთქვით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები