ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2014


ოჰ, ეს ყავა...



ოჰ, ეს ყავა...
ბარში ვიღაც აზიური გარეგნობის კაცი შემოვიდა.
შავგვრემანი, შავი, ხუჭუჭა კულულები, ნახშირივით შავი, მბრწყინავი თვალები თეთრი ტანსაცმლის ფონზე  მკვეთრად გამოირჩეოდა. მხარზე კომპიუტერი ეკიდა, მოაბიჯებდა ლაღი, მხრებში გაშლილი.  ბარს თვალი მოავლო, ბარმენს გულღიად გაუღიმა. მანაც მისალმების ნიშნად ხელი აუწია, მაგიდასთან დაჯდა თუ არა, კომპიუტერი ჩართო და ჩაუღრმავდა. არაფერი შეუკვეთავს, მაგრამ ლამაზმა მიმტანმა ყავაც მიართვა, სასმელიც და ნამცხვრის ნაჭერიც. ხმა არც ახლა ამოუღია, მიმტანსაც გულიანად გაუღიმა. ეტყობა, აქაურობის ხშირი სტუმარია. თითქოს სუნთქვა შემეკვრა. აშკარად უცხოელია, გარეგნობით, ჩაცმულობით ინდოელს ჰგავს, ამაყი, მოზომილი მიხვრა-მოხვრით  მდიდარი კაცის, არა, პრინცის შთაბეჭდილება მოახდინა.
დილიდანვე უცნაურ ხასიათზე ვარ. რაღაც მოულოდნელის მოლოდინში. გუშინ ყავის ნალექზე მიმკითხავეს: ” ორ დღეში მდიდარ უცხოელს გაიცნობო”, ამან თავგზა ამიბნია.
BAბარში შემთხვევით შემოვედი, გასართობად. შევუკვეთე ყავა, ვისკიანი სასმელი , “სარკის” ბოლო ნომერი გავშალე, თან ბარში მყოფებს ვათვალიერებდი.  მალე სასმელებიც მომიტანეს, ყავა მოვსვი,  ვისკიანი სასმელი მოვწრუპე.
ჟურნალი თითქმის გადავათვალიერე, სასმელებიც მიმთავრდებოდა, როცა ბარში ის კაცი შემოვიდა. ვუყურებდი და გულს დაგა-დუგი გაჰქონდა.
“მივალ, გავეცნობი, ამაში მაინც გამოვიყენო ინგლისურის ცოდნა. გავეცნობი და მერე ვნახოთ...”
გამბედაობა მოვიკრიფე, ავდექი, ნარნარით მივუახლოვდი და ნაზად ვკითხე:
- შეიძლება გაგეცნოთ?
მან ამომხედა, მომნუსხველად გამიღიმა და...
- რა თქმა უნდა, დაბრძანდით – მიპასუხა დამტვრეული ინგლისურით - მაპატიეთ, ინგლისური კარგად არ ვიცი, ქართველი ვარ... “
იმედგაცრუების ტალღამ თავიდან ფეხებამდე გამიარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები