ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2014


გაქცევა...

შემოხვევია მაყვლის ბუჩქი გრძელი მკლავებით
და სასაფლაოს ეკლიანი კაწრავს სიმშვიდე....
მე, ვდგავარ შორს და შენს საფლავსაც ვერ ვეკარები...
და არაფერზე მინდა ფიქრი ვიდრე შემშლიდეს

ამაოების ეს უსიტყვო მუნჯი ყვირილი,
ამოხეთქილი საფლავების ორსული ტანით.
შემოხვევია სასაფლაოს წელზე მაყვალი
მე, სანთელს ვგავარ სინათლისთვის ქარში გატანილს.

ვბრუნდები უკან და მგონია გავურბი სიკვდილს,
(რა სულელური და უაზრო არის გაქცევა...)
სხვისი არა და საკუთარი სიბრმავის მიკვირს,
ვინ გაქცევია და ან როგორ სიკვდილს, ასე ვთქვად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები