ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


და შენ არ იცი...

. ქალაქში (იცი?)  ახლა სუფთა ჰაერს ყიდიან...
და მე არ ვსუნთქავ, რადგან არის  უკვე სულერთი.
ჩემი სხეული ჩამტვრეული სულის ხიდია,
შენ რა მოგკითხო, როცა თვითონ გაიძულებდი

იმაზე მეტი რომ არ გეგრძნო, ვიდრე გიღირდა
ჩემი ღიმილი, ჩემი ცრემლი და შენ არ იცი...
მე, შემიძლია დაგაჯერო ახლაც, თუ მინდა,
რომ როცა არ ხარ, უშენობას  სულ არ განვიცდი.

ქალაქში (იცი?) - ახლა უკვე ხალისს ყიდიან...
მე არ ვყიდულობ, თუმცა კი მაქვს ამის სურვილი.
შენ  ერთ შეკითხვას მიმეორებ წლები, იმ დღიდან
და მეც იგივე პასუხს გაძლევ, როგორც სულელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები