ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2014


ასე მტერი დაგეცალოს! (ნინო დარბაისელი)

ნინო დარბაისელი

ასე მტერი დაგეცალოს!
- - - - - - - - - - - - - - - - - -

(ხალხურ მოტივებზე)

ღვინობისთვე რო დადგება,
დაიძვრება ქარებიო,
ერთიანად გაიყოლოს
ჩვენი მინაქარებიო.

გიორგობის თვეც მააწევს,
მოუმატებს წვიმასაო,
ვისაც ჩვენი ბედი შურდეს,
ჩვენი დარდიც იმასაო!

გიორგობაც მაილევა,
ქრისტეშობის ჯერიაო.
მტყუანს იმან დაუჯეროს,
ვისაც დაუჯერიაო!

ქრისტეშობის დღეც ჩაივლის,
წინ ახალი წელიაო.
სხვაც ჩაუთქვას - არ ასცდება,
ვისაც რა უწერიაო.

ხვავი მოგცეს, ჯანი მოგცეს,
ფარი, ფარა, ფართალიო,
ასე მტერი დაგეცალოს,
თუ გული გაქვს მართალიო! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს