ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
27 დეკემბერი, 2014


მარინა ცვეტაევა - ეჭვის ცდა

სხვასთან ცხოვრებას როგორ ეგუეთ, -
ხომ იოლია? - ნიჩაბის მოსმა! -
ჩემი ნაპირი და სიერთგულე,
ნუთუ არარით მალე შემოსა

მეხსიერებამ - მცურავ კუნძულის
(ზეცაში - განა წყლებზე უფსკერო)
დობა თუ ძალგიძთ მხოლოდ - სულს სულის,
რაგინდ სიყვარულს სხვაგვარს უმღეროთ!

როგორ სულდგმულობთ მაგ ქარაფშუტა
ქალთან? მონასთან - უღვთაებრიო?
რომ დედოფალის ტახტი, საკუთარ
ნებით დაუთმე ნეკნის ემბრიონს.

როგორ ფუსფუსებთ - რა ყოფას იყოფთ -
ცხოვრობთ? როგორღა დგებით - იღვიძებთ?
მარადისობას რომ ეხელმწიფო,
ხარკს რითი იხდი, გლახაკო ღვთის ძევ?

"კონვულსიები მეყოფა - თრთოლვა!
სახლს ვიქირავებ ჩემთვის - ვიმდგმურებ".
რა ჯაფა უძღვნა მავანმა ცოლმა -
ჩემი რჩეულის მტევნებს, კიდურებს!

ხომ მიეჩვიეთ შეჭამანდს, მსუყეს -
გულზე გადგებათ? - ჰოდა, მიირთვით...
მსგავსთან, რა ყოფას იყოფთ და უყეფთ -
გამსწორებელო წმინდა სინის მთის!

ვიღაც უცხოსთან როგორღა იღწვით,
ჰყვარობთ მაგ ნეკნით - მაგ ზემიწიერს?
სირცხვილის ლაგამს თუ უჭერთ სიმწრით,
ან შოლტი, შუბლზე ხომ არ იწვნიე?

თქვით, როგორ ცხოვრობთ - ჯანმრთელად თუ ხართ -
შემძლედ? სიმღერით - მღერით ისევე?
უკვდავ სინდისის ვეება წყლულთან,
გლახაკო, ნეტავ როგორ ისვენებ?

როგორ სულდგმულობ სადახლო ლოტთან?
საზღაურადაც მძიმეა საზღო?
შემდგომ - კარარის მარმარილოთა,
მაგ ქარაფშუტას აუღეთ ალღო -

თაბაშირული? (სალი კლდისგან არს
ღმერთი ნაკვეთი - ნაცარტუტევი!)
ლილითის შემცნობს, რა ყოფა გადგას -
მეათასესთან, განსაკუთრებით!

ბაზრის სიახლემ თუ დაგანაყრათ?
ჩემს ჯადოსნობას, რა ბრწყინვა ჯობნის?
ან მიწიერთან როგორ ხართ ახლა,
მაგ არმქონესთან - მეექსვე გრძნობის?

ბენიერი ხართ: თავით საკუთარ?
არა? უფსკერო საფლავს ხომ ითხრით -
როგორ ხართ, კარგო, ნუთუ მაგ ყულფმა
მოგიღოთ ბოლო, როგორც მე - სხვისით?..





ПОПЫТКА РЕВНОСТИ



Как живется вам с другою, -
Проще ведь? - Удар весла! -
Линией береговою
Скоро ль память отошла

Обо мне, плавучем острове
(По небу - не по водам!)
Души, души! быть вам сестрами,
Не любовницами - вам!

Как живется вам с простою
Женщиною? Без божеств?
Государыню с престола
Свергши (с оного сошед),

Как живется вам - хлопочется -
Ежится? Встается - как?
С пошлиной бессмертной пошлости
Как справляетесь, бедняк?

"Судорог да перебоев -
Хватит! Дом себе найму".
Как живется вам с любою -
Избранному моему!

Свойственнее и съедобнее -
Снедь? Приестся - не пеняй...
Как живется вам с подобием -
Вам, поправшему Синай!

Как живется вам с чужою,
Здешнею? Ребром - люба?
Стыд Зевесовой вожжою
Не охлёстывает лба?

Как живется вам - здоровится -
Можется? Поется - как?
С язвою бессмертной совести
Как справляетесь, бедняк?

Как живется вам с товаром
Рыночным? Оброк - крутой?
После мраморов Каррары
Как живется вам с трухой

Гипсовой? (Из глыбы высечен
Бог - и начисто разбит!)
Как живется вам с сто-тысячной-
Вам, познавшему Лилит!

Рыночною новизною
Сыты ли? К волшбам остыв,
Как живется вам с земною
Женщиною, без шестых Чувств?

Ну, за голову: счастливы?
Нет? В провале без глубин -
Как живется, милый? Тяжче ли -
Так же ли - как мне с другим? 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები