ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2014


საახალწლოები

საახალწლო განწყობის ლექსი

ახალწლის შემობრძანებას
ღიმილით ვხვდებით მარადის,
გახლავართ ერი-შემქმნელი
ვეფხის და მოყმის ბალადის.
ბავშვების ჟივილ-ხივილი,
ხალისით სუფრის გაწყობა,
სიმღერით ხვდება თბილისი
ჩვენს საახალწლო განწყობას.


ახალი წლის მისალოცი კაფია ურაკელებს
(ექსპრომტი)

გილოცავთ ურაკელებო,
გისურვებთ ჯანმრთელობასა.
არ გასჩენოდეს არასდროს
ბზარი თქვენს ქართველობასა.
სიყვარულითა გეცხოვროთ,
სუყველა კარგად იყოსა.
ეს წელი ფეხბედნიერი
თქვენთვისაც ყოფილიყოსა.


მამულო!

ჩემო სუნთქვავ და სიმშვიდევ -
მამულო! ახალს გილოცავ,
მუდამ ჰყოლოდე მწედ შვილებს:
ქეთევანსაც და ნინოსაც.
შენთან რა უნდათ შეშლილებს,
შუბლზე ღმერთი გცხებს მირონსა,
თვით ხატად ჰყავხარ შენ შვილებს:
დავითს, თამარს თუ ნინოსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს