ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


უნდა დავლიო...

გადაირბინა ცხენის წელმა ბოლო ფურცელი
კალენდარის და... მოიოხა გული ჭენებით.
თქვენ შემისწორეთ, რასაც ახლა ვიტყვი, თუ ვცდები
და შემაჩერეთ, ვიდრე გულთან გაგიჩერდებით.

ბოლო დროს ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობა...
ახალი წელი რიტუალით, რაღაც მისტიურ....
საით წავიდა, როგორ გაქრა, როდის დამტოვა
და ახლა რომელერთი ვთქვა ან რომელს მივსდიო?!.

თაფლის სურნელით გაჯერებულ მოტკბო ღამეებს
და დედის ხელით შეცურებულ ფოჩიან კანფეტს
(კარგა ხანია ბალიშის ქვეშ აღარ დავეძებ!) ?
ახალი წელი, რადგან მხოლოდ ასაკსღა მმატებს,

ვუახლოვდები ფინიშსა და დოღის ცხენივით,
ვცდილობ, მუხლი არ მომეკვეთოს ბოლო გარბენზე...
და ყველა ის დღე სინანულის დარჩა ცრემლებად
გვერდით რომ მყავდი და მე თავი ვერ „მოგაბეზრე“

დედი! - და ახლა უშენობა უფრო ძნელდება...
დღეს შენ აცხონე ყველა სული, ღმერთო! - ალილო!
მე შენი ხელი მომაკლდა და ვატყობ ვბერდები.
მომენატრე და... ალბათ ხსოვნის, უნდა დავლიო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები