ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


იკვეთებიან გზები არასდროს !


ვწერ... და წუხილის ექო ფარავს დროს,
ვეღარ ვიგონებ ბაგეს ვნებიანს,
იკვეთებიან გზები არასდროს,
გზები არასდროს იკვეთებიან.

და განთიადზე სიზმრების წყებით,
მშრალი თითები კალმით მღერიან,
დღეს შენ იწყები არდავიწყებით,
დღეს უშენობა სევდისფერია.

სიჩუმის ძახილს ალბათ სულ ელი,
როცა თვალებში სევდით ბინდდება
და შენი მზერა , სითბო, სურნელი,
საყდრის ჩიტივით გამიფრინდება.

ჩუმად გავყურებ მრუმე კაბადონს
და ამ ყველაფერს ვიცი ხვდები ან...
იკვეთებიან გზები არასდროს,
გზები არასდროს იკვეთებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები