ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2015


მაინც როდემდე...

მაინც დაიწყო ავდრები,
კვდება ფერები ქარვის,
არავის მოვენატრები,
მოვაგონდები არვის.
გამჩენსაც ასე უნდოდა,
სევდას კბილებით ვკვნეტავ,
მაინც გაუძელ გულო და!...
მაინც ვაიმე დედავ!...
სულიც ვერ გამიხარია
ლექსით ნაგვემი ერთობ,
მაინც დედაო მარიამ!
მაინც იესო ღმერთო!
მაინც უფალო გესავ და
შენთან საუბარს ვბედავ...
როდემდე ასე კვნესა და
როდემდე ვაი დედავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები