ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2015


უბრალოდ ჩემს ფიქრებს ვუთხარი...

თვალებს უპეებთან ასაკი კვალივით ეტყობა,
მე ჩემს არსებობას ფურცელზე სიტყვებით ვაზუსტებ.
ფიქრის საიტზე კი ისევ იმ გრძნობების რეტროა,
ნება თუ მივეცი, ორივე თითით რომ დაუსტვენს...
ჩემს საფრენ ბილიკზე უცნაურ ბოლთას სცემს ამინდი,
რა ქარი, რის წვიმა, ნატვრა ტანს ისედაც აზიდავს.
რა მოხდა, თუ მჯერა ჩემივე შეთხზული ნაივის,
არ მეყო ყოფასთან უბრალოდ გამყოფი ხაზი და...
ისევ წარმოსახვა, თბილ-ცივი ჰაერის ნაკადი,
მივფრინავ, სახლები სახტად დარჩენილნი მიმზერენ.
დღეების სიმძიმეს ცოტა ხნით ვუთხარი - ნახვამდის!
ქვევით კი მიზნები მიზნებს რა სისწრაფით მისდევენ...
            05.01.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები