ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 იანვარი, 2015


მინდა დაგიბედო

იცი რა მინდა?
მამა დავითზე შენთან ერთად ფეხით ასვლა და
დათოვლილ თბილისს გადმოვხედო შეღამებისას.
ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემთან ახლოს,შენს პულს და
ამ დროს, ურითმოდ შენს ხელს ჩაბღუჯული თითებით ვთვლიდე.
ჰო, ზუსტად ისე, რა ურითმოც გახდა დღეები.
ეს ზამთრის პირიც როგორ აირია, წვიმს და არ გათოვდა.
წვიმს და გათენება ისე შეგვიანდა, როგორც მოსვლა შენი.
შენი ღიმილი და დედა ისევ მდარდობს, ისევ მსაყვედურობს,
ნუ , ნუუუ ხარო შვილო, ასე სევდიანი.
სოფლის ორღობეში ისევ სივრცეს უღრენს მაწანწალა ძაღლი.
მე კი ვიხსენებ და მინდა დავიბედო შენი გაღიმება,
შენი ამბორი და ვშიშობ დამავიწყდა ისე როგორც ახლა,
შეციებულ მამლებს დაავიწყდათ, ამ დღის ალიონი.
აღარ თენდებაო?- დარდიანად გასცქერს დედა,
სარკმელს იქეთ სივრცეს,
სადაც ჩემი მზერა უხმოდ გაყინულა.
ჰო, ახლაც ისე, უცებ, თვალის დახამხამებაში
სულ შემოვიარეთ ,,ჩემი ადგილები" და ზაფხულის ღამეს,
როცა თბილის, მერამდენედ შეჩვეული, ჭორს უყრიდა ქარი,
ნარიყალადან ფეხშიშველა დავეშვით-ალბათ მიზეზი იყო,
ორივენი ვიყავით მთვრალი.. .
იცი რა მინდა?
არაფერი.... მიწყდება ფიქრი.. . აღარ ვოცნებობ. . .
ნაგვიანებზე ალიონმა გასერა სივრცე.
თოვს! - ამბობს დედა. გააძუა სითეთრემ ღამე.
მე კი ვჩუმდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები