ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2015


მეგობარი ოცი წლის შემდეგ (გაგრძელება)

 



    ერთ კლასში ვსწავლობდით, მე და ინგა.  არა , კლასში სხვებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული მეგობრობა თავიდანვე ჩამოყალიბდა.
  ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე დავურეკავდით ერთმანეთს და ის რას იცვამდა, მე რას ჩავიცვამდი, ამაზედაც კი  ვლაპარაკობდით.  გაკვეთილზე ერთად ვისხედით , მასწავლებლების გულის წუხილად და სახლში წასულები კიდევ საათობით ველაპარაკებოდით ერთმანეთს.
მთელ დღეს რომ ხელახლა  "გავივლიდით", მერე თუ დავშორდებოდით ერთმანეთს.მაშინ მობილური და კომპიუტერები არ გვქონდა და ჩვეულებრივი ტელეფონის ხაზი სულ დაკავებული გვქონდა.  ხანდახან ყურები ამტკივდებოდა ხოლმე და ლაპარაკს მაინც თავს არ ვანებებდით.
თუ  წვიმდა ჩავიდოდა  ხაზებში, მერე სულ ბუყბუყობდა,    ხმები არც კი გვესმოდა.

შაბათ -კვირას კი ერთმანეთს სოფლის შუაში რომ  მდინარე იყო, გუთნური,  იქაც ვხვდებოდით.( ამ სახელზე ახლაც  ვფიქრობ, მდინარე და გუთნის კვალი). მე თან ჩემს ჭრელა ძროხას გადავაბამდი,რომ მზეს არ შეეწუხებინა და ის კი ჩემს სანახავად ჩამოვიდოდა. მდინარე ისეთი პატარა იყო, ფეხს ვერ გვისველებდა და
ვერც ბანაობისთვის გამოდგებოდა.ჩამოვჯდებოდით მის ნაპირზე, ვიქნევდით ფეხებს და ვლაპარაკობდით გაუჩერებლად.
ცამეტი წლისები ვიყავით. ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილ იმ "მეორე" ადამიანებზეც ბევრს ვლაპარაკობდით...

მერე მე წავედი თბილისში სასწავლებლად.  ერთი წლის მერე ისიც წავიდა მოსკოვში სასწავლებლად. მიწერ-მოწერა გვქონდა,
მაგრამ ერთ დღესაც აირია დრო და....დავიკარგეთ ამ სამყაროში. მე თბილისში დავრჩი, ის მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ვიცოდით ერთმანეთის ამბები და ისიც  შიგადაშიგ, საერთო ნაცნობის წყალობით.

    კაი ბარაქიანი დრო და წლები გავიდა უერთმანეთოდ.
  მერე ერთი "საპროფილე" ისტორია გადამხდა

ინტერნეტი რომ შემოვიდა, პირველად მისი პროფილის ძებნა დავიწყე,მოსკოვში ცხოვრობს და "ოდნო" ექნება მეთქი, მაგრამ არ აღმოაჩნდა.
ვიცოდი რომ რაღაც ბიზნესი ჰქონდა ქალაქის ცენტრში და უკვე დიდი შვილები ყავდა.

რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში უცნაური წერილი მომივიდა,  მწერდა ახალგაზრდა მამაკაცი:
ჩემო საყვარელო პუტკუნიკა, ახლა სოფელში ვარ, ძალიან მინდა შენი ნახვა და ამა და ამ ნომერზე შემეხმიანე....

წერილი უცებ ჩავკეცე , (ვინმეს რამე არ ეფიქრა )  და  ამ ადამიანის სურათს დავაკვირდი.  თუმცა არ ვიცნობდი ასეთს არასდროს, ნეტავ ვინაა?
საგონებელში ჩავვარდი, ოფლებმა დამასხა ნერვიულობისგან, სანამ უცებ ბოლოში მოვკარი თვალი.
"ეს ჩემი მძღოლის ოდნოა, ამას მე გწერ,  ინგა."
ძალიან  გამეხარდა. მაშინვე მობილურ ვეცი.  ტელეფონზე რომ ველაპარაკებოდი,ჩემი ხმა  სამი კვარტლის იქით ისმოდა.

ერთმანეთის ნახვა  მოვახერხეთ და ურთიერთობაც აღვადგინეთ.

ერთმანეთი ისევ ისე გვიყვარს და გვიხარია, რომ ისევ "ერთ ტალღაზე" ვართ.

ერთ ტალღაზე რომ არ ვიყოთ, იმდენი თავგადასავალი, რაც ჩვენ ბანკეტის იმ  ორი დღის განმავლობაში გადაგვხდა,
ხომ  არც გადაგვხდებოდა.
ჯერ ერთმა  თანაკლასელმა ბავშვობის გრძნობა გამიმხილა და სიყვარულში გამომიტყდა.
თურმე მისთვის პირველი სიყვარული ვიყავი.
მე რა თქმა უნდა "გაუმხელელ სიყვარულს" ექსპრომტი მივუძღვენი და  ყველა კარგად ვახალისე.
(გაწითლება და უხერხულობა დიდი ხანია უკვე გადალახული გვაქვს, დაოჯახებულ და მრავალშვილიან  მშობლებს.)
ინგა, იმდენი წელია მოსკოვში ცხოვრობს, ქართულად  სიტყვებს დიდი დაკვირვებით ამბობს.
ამიტომ ყველაფერზე ჩუმად იცინის და ხმას არ იღებს.
---ყველას შენ უყვარდი--მეუბნება ჩუმად. ძევოჩკა, კამსამოლკა, ატლიჩნიცა...
---ზატო, ნე კრასივაია---ვბუზღუნებ მე

მერე "გამხელილმა"სიყვარულმა,  ახლახანს ციხიდან გამოსულმა, ჯერაც უცოლომ, გაიხსენა ყველაფერი და ამაზე...მთლად
ვეღარ ვიხალისეთ, ისეთი მიმართულება მიიღო ყველაფერმა.
მთვრალი ადამიანის ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს, მაშინ მივხვდი, შვილები უკვე გაზრდილი გყავს, უდედოდაც კარგად იქნებიანო,  როცა მეუბნებოდა.

ქეიფის მეორე დღეს  დამკვრელი-მუსიკოსები  არ გვყავდა.  მართალია პირველ დღესაც "პენსიონერების" მუსიკას ვუსმენდით,
მაგრამ იმ დღეს ესეც რომ სანატრელი გაგვიხდა, ზოგიერთის გონებაში ნაღდმა იდეებმა გამოიღვიძა:
მანქანა შენობის კარში  რომ ვერ შემოეტია, კარებამდე მოაყენეს  ბიჭებმა და მანქანის მუსიკაზე  ვიცეკვეთ.


როცა უკვე თორმეტი საათი დაიწყო,დაშლა გადავწყვიტეთ.უმეტესობა საკუთარი მანქანით იყო, ანდა მოაკითხეს შვილებმა და ახლობლებმა.
მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავრჩით და ისინიც ერთერთმა თანაკლასელმა,სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა,ჩაგვსვა და
სახლში მიყვანას შეგვპირდა.მე  და ინგაც მანდ აღმოვჩნდით. გზაში თანდათან დამშვიდობების ამბებს რომ ვაგვარებდი, ამასობაში  ჩემს სახლის შესახვევს ისე ჩაუარეს, მანქანა არ გამიჩერეს.
---კარგით, ეს რა ბავშვობაა, დამტოვეთ რა

  ვის ესმის. არის ერთი ღრიანცელი,
---სად მიგყავართ მეთქი--ავკივლდი.
---სადმე დავსხდეთო-უგონოდ არის ყველა, ქალიც და კაციც.
სადღა  დავსხდეთ, ხალხო, წავიდეთ, დავიშალოთ, ინგაც გადაღლილია, ამაღამ მიფრინავს, მომზადება ხო უნდა ...

ესმის ვინმეს? კივის მანქანაში მუსიკა.
აღვშფოთდით, ვჩხუბობ .  მთვრალებმა კი გააქროლეს მანქანა და არავინ იცის, სად მივდივართ.ნახევარი საათი
ვიარეთ ტყესა და ღრეში  და უცებ ისეთი ლამაზი რესტორანი გამოჩნდა...ისეთი კარგი.


მე  კივილისგან ხმა ისე მქონდა ჩახლეჩილი, ლაპარაკს ისევ გაჩუმება ვამჯობინე და მანქანიდან ჩამოვედით.
რესტორნის ეზოში  გამხდარი ძაღლი დადიოდა, გული მეტკინა.

დატრიალდნენ, ყავა და ნამცხვარიო...
ღამის პირველ საათია.
მუსიკოსებმა რომ გაიგეს, მეგობარს მოსკოვში აცილებენო, მოუმატეს და მოუმატეს სიმღერას, ჩვენ კი ცეკვას.აფრიალდა ხუთლარიანები.
არც ტამტამები დაგვიკლია და არც დაისი.სამი საათი ვიღებდით სურათებს, ვცეკვავდით და ვმღეროდით.მერე ფოტოებს
პირდაპირ ფეისბუქზე ვტვირთავდით  ჩვენი "სამეფო რესტორანში " ყოფნის დამადასტურებელ ფოტოებს.
ამასობაში სასმელი გამოუნელდა მძღოლს და  კი გავბედეთ უკან დაბრუნება.
დილით ხაზზე გავდივარო---აბოდებდა.


რადგან ინგა ორი დღით იყო ჩამოსული, გადაწყვეტილი გვქონდა,  პირდაპირ ტრაპამდე მიგვეცილებინა და იქამდე გვექეიფა, ვიდრე არ გაფრინდებოდა.მაგრამ სამწუხაროდ კოპიტნარიდან ფრენა არ იყო დაუკან დასაბრუნებელი  ბილეთი თბილისიდან  ჰქონდა. ამიტომ გაცილება- --ტაქსის მოსვლამდე ქეიფმა ჩაანაცვლა. 

პ.ს. ტაქსის მძღოლი ნაცნობი  იყო და მეორე დღეს როცა ვნახე, პირდაპირ თვითმფრინავში შევახტუნეო, დამაიმედა



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები