ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2008


სიზმარი თბილისზე

მტკვრის ნაპირს მივუყვები დაღვრემილი,
ზევიდან მეტეხი გადმომდგარა,
მეც ამომხედეო დალოცვილო,
თითქოს მეხვეწება ნარიყალა.

საით გავიხედო აღარ ვიცი,
თბილისის ეშხით მეც დავმთვრალვარ,
ეს ხომ ქალაქია პოეტების,
მუზებიც ყოველთვის ჩვენთან დგანან.

ორთაჭალის ბაღებისკენ გადავუხვევ,
"აქეთ მობრძანდიო" ლოპიანამ,
ჩრდილში კინტოები სუფრას შლიან
"ჩვენთან დაჯექიო აღა".

ტივზეც მაქეიფეს კინტოებმა,
საბნად დავიხურეთ ღამე,
ეს ხომ პატარა თბილისია
მგოსანთა, პოეტთა მხარე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს