ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


დღეს შობა არის...

დღეს შობა არის! მადლი ბარდნის ციდან ფანტელებს.
არა და, მხოლოდ თოვლს ელიან ისევ ქალაქში....
ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ
და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.

შენ დასაკარგად გენანება უძღები შვილი....
ჩვენ კი ნგრევაში, როგორც წესი, ვბაძავს ვანდალებს,
ლოცვად დამდგარნი, შენს წინაშე სხვის აუგს ვჩივით
და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ

სინანულისთვის, რომელიც რომ საერთოდ არ გვაქვს!...
დაგმანულია სული მუდამ ცხრაჯერ ცხრა კარით....
და იმდენს ვქექავთ ერთმანეთის გადაყრილ ნაგავს,
რომ საბოლოოდ კერძი ვხდებით (ყველა!) სატანის.

დღეს შობა არის! უფლის მადლს ჰგავს დღეს ფანტელები, -
ბარდნის და მაინც იკარგება ზღვაში წვეთივით...
და რადგან ვცხოვრობთ ერთმანეთით გულნატკენები,
შენ გახსენებთ და უღმერთობის ჭაპანს ვეწევით...

დღეს შობა არის! წეღან ციდან მადლი ბარდნიდა,
არა და მხოლოდ თოვლს ელოდნენ ისევ ქალაქში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები