 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 იანვარი, 2015 |
ხანდახან მშურს შენი , ჩემებურო, ლამაზად ასხივებ სითბოს და სინაზეს შენ გულზე არ გიჭერს ბრჭყვიალა თასმები, გამოგდის_ რომ მუდამ გიყვარდეს.
ხანდახან მზეც მათბობს, ჩემებურო, მივუშვერ ნაზამთრალ ზურგსა და წელს. ჯერ ჩიტებს მოვუსმენ , მერე წავუყრუებ, ყურებზე ავიფარებ დაშაშრულ ხელს .
ხანდახან გული მტკივა, ჩემიანო, ვერ ვიტან სიკვდილის ლოდინს გულს გადაგიშლიდი, ცოტა ხნით გარეთ გამო, გადამაგდებინე გულიდან ლოდი.
ისევ ავადა ვარ, ნუ გაგიკვირდება წლებმა დაამძიმა სიცოცხლის დღენი, ღვინით ვარ გალეშილი , ვწევარ და გიცდი მგონი _ შენი წამლობა მშველის.
ხან ასე, ხან ისე.,.ჩემებურო... დილაა ნამიანი, ცხოვრება წამიანი...
წელზე შემოგახვევ გადაჭრილ ჰორიზონტს, დაგტოვებ ღრუბლებში, დაკიდულს ცაზე. შენი ნაფეხური ჩემს საფლავს მოუხდება, მიწის და ცის მადლი გწამდეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|