ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2015


თოვის სურვილიდან გამომდინარე

ვზივარ და ხელში
მიჭირავს დარდი
და პაემანზე
სულთან
დავდივარ.
სიზმრებზე მეტად
გათენებამდე
ვნახულობ
ლექსის წერას
ნამდვილად.

და თოვლი,
როგორც
ბოლო
ვაგონი,
შორს არის.
ჩემი მომაქვს საგზალი.
ლექსებს კი უფრო
გულში ვიგონებ,
მერე ვიწერ და
შენთან ვაგზავნი.

ანუ სარეთოდ... (
ანუ-სგან შორს ვარ),
ლექსიდან
გულში დამაქვს
ანთება.
რადგან მგონია,
უთუოდ მოხვალ,
რადგან
წელს
თოვლსაც აგვიანდება.

ამ ლექსს კი მერე
ალბათ დავწვავდი,
შენ უცებ
ჩემით
რომ არ გეტირა.
ბლოკნოტზე
შენი
შავი
წამწამი
დარჩა
ფრჩხილად თუ
მრავალწერტილად.

იყო განწყობა -
ლექსის მიმიკა,
როცა რაღაცას
თითქოს სულ ელი.
ყოველთვის,
როცა
გულზე მიგიკრავ,
ვხვდები,
რომ აგდის
ღმერთის სურნელი;

ღმერთის,
ხალხში რომ
ვერა და ვერ ვშვით,
ადრე კი მოხდა,
ვიცით,
პირიქით.
შენ კი წახვედი,
წახვედი...
ხელში
ლექსით და
ფოსტის მტრედის მიმიკით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები