ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2015


(კაცის წერილი მეუღლეს რომელიც ტყუპების მშობიარობას გადაყვა)

შვიდი  წელი არის იმ დღიდან გასული,
როცა შეგიმოსეს ტანი თეთრი ფარჩით;
უფალთან გაგიშვით, ჩვენ კი მარტოსული,
მე და ჩვენი ორი ანგელოსი დავრჩით.

არვინ ხმას არ იღებს, სდუმან არემარე,
მხოლოდ  „დედა მინდას“ ამბობს გოგონები;
ძილიც, მოსვენებაც სადღაც გაიპარნენ
ღამეებს ვათენებ  შენი მოგონებით.

ღიმილს სარკეც უკვე აღარ ირეკლავს და
ბავშვმა შენზე მკითხა... ხმა ვერ ამოვიღე;
ის დრო მენატრება, შენ რო მირეკავ და
ამბობ: „რომ წამოხვალ პური წამოიღე“

იცი? ყოველ ღამით ბავშვებს ვიწვენ გულთან,
მერე კი ვუამბობ ზღაპარს პრინცესაზე,
სადაც პრინცი მიდის  თავის სიყვარულთან;
მსგავსათ იმ პრინცივით ვცდილობ და მეც ასე -

შენთან ჩემი თავი ნელა-ნელა მომყავს
მაგრამ ჯერ ვერ მოვალ მხოლოდ იმის გამო
ორი პაწაწინა ანგელოზი რომ გვყავს
მარტოს  ვერ დავტოვებ ქვეყნად უდედმამოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები