ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2015


მტრედების გუნდი

                                                  "ხარ ყველა ქალზე ცოტათი მეტი
                                                    და ღვთისმშობელზე ცოტათი ცოტა"(ბ.ახალაია)

მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი,
ლალისფერ ბაგეს რომ აღმოხდება ჩუმი ოხვრა და კვნესა,
ჩემი თითები ისევ მოძებნის ბუსუსებაშლილ ხუნდებს
და ჩვენ დავარღვევთ ათასმეერთედ მკაცრად დადგენილ წესებს.
ერთად დავტოვებთ ცისფერ პლანეტას,მზის ორბიტაზე გავალთ,
(მემილიონედ გაგიმეორებ:-ჩემი ორბიტა შენ ხარ!)
მე ნისლეულებს-ფიქრებს ვაბოლებ,შენ სვამ უშაქრო ყავას,
მომეცი ხელი,არ დაგიცურდეს მოლიპულ ცაზე ფეხი.
შენთვის ავანთებ ცაზე ვარსკვლავებს,დავთვლი შენს ტანზე ხალებს,
შენი სხეული გალაქტიკაა,იდუმალებით სავსე,
მიყვარს თვალებში როცა გინთია უკვდავ მზეების ალი,
ანგელოზებზე ბევრად მეტი ხარ და ღვთისმშობელის მსგავსი...

მაგ თვალებიდან აგიფრინდება ცისფერ მტრედების გუნდი,
ლამაზ ბაგეზე აგიყვავდება ვარსკვლავები და კვნესა,
მე კი მოვძებნი ბუსუსებაშლილ,ოდნავ ვარდისფერ ხუნდებს,
რომ გავარღვიო ყველა სიმაღლე,ყველა ეპოქის წესი.

                                                        დმ.11.02.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები