ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2015


მე პოეტური უნდა ვჩანდე...

გულის მაგივრად ჟამ-მოჭმული საათი მიდგას,
ხანდახან უნდა შევანჯღრიო, რომ არ გაჩერდეს,
რომ არ გაასწროს ციფერბლატმა შემთხვევით ისარს,
რომელიც ზოგჯერ პოეზიის დროსაც აჩვენებს.

მე, ლექსად ვფიქრობ თქვენ გგონიათ რამეს ვიგონებ?!
(ასე უბრალოდ იწერება სულს თუ ვიმეტებ)
„ბესამე მუჩოს“ მღერის სადღაც „ნინა სიმონე’’
ვუსმენ და სუნთქვა მავიწყდება, როგორც უმეტეს...

საოცარია...გუშინ მითხრეს; რამეთუ წინათ,
მოვალეობად რაც მიმაჩნდა ერქვა სიკეთე...
და ათივე თითს სანთელივით ვუნთებდი ვისაც,
საკმეველისთვის ნახშირიც ვერ გამოიმეტეს.

მე პოეტური უნდა ვჩანდე მაინც ხანდახან...
(ან როგორ ვიყო მეგობრებთან აბა უხეში?!)
გულის, საბუხრედ აკაფული ტყეც ვარ და რახან...
ხვალ, თებერვალი ჩამიდგება დაჭრილ მუხლებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები