ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 იანვარი, 2015


მხოლოდ დღეს ...

დღეს ჩახუტების დღეა და რომ არავინ ჩამეხუტა, გავაპროტესტე...

მგზავრობის მერე ბილეთი რომ მუჭში მიჭირავს და ურნას თვალით ვეძებ, იმას ვაპროტესტებ.
ხმამაღლა...ყოველდღე.
ბანკში, სალაროსთან ბებო  ხელჯოხით იდგა,დიდხანს იდგა... ოფლს  იწმენდდა,
მე გავაპროტესტე, იქვე ფოიეში.
დიდ შესვენებაზე ყველა რომ ჭამს, იმ ერთის გარდა, ვერ ვაპროტესტებ, მისთვის ვყიდულობ და სახეში
შეუხედავად ვაჩეჩებ ხელში...
სახეში არც მეორე დღეს არ ვუყურებ და არც იმ კვირაში.
მეხუთე დღეა დღეს.. ჩემთვისაც არ ვყიდულობ , ჩავუვლი და  ამით ვაპროტესტებ.

ვაპროტესტებ , ყველა მხოლოდმოდას აყოლილების პროტესტს ტერორიზმზე.
"სანამ ჩემს ზურგს არ შეხებია, მანამდე ჩემს მშვიდად ყოფნას"  ვაპროტესტებ.
შეუსვენებლად რომ ვმუშაობ და ანაზღაურება არ მყოფნის, ამას ცხრაგზის ვაპროტესტებ...
რესტორნის ეზოში გამხდარი და ზურგზე ბალანგაცლილი ძაღლის დანახვა ისე ხმამაღლა  გავაპროტესტე,
რომ შეშინებული ძაღლი თვითონ აპროტესტებდა სასწრაფოს ექიმის დაგვიანებას და  ჩემს კანჭზე  ნაკბენების დამუშავებას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები