ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2015


Journees (ლევანს)

                              "არიან დღეები, რომლებშიც
                                დაშლილი ცხოვრობ,
                                დამტვრეული მრავალ ნაწილად.."

                                                                  თ. ჭელიძე





მსხმოიარე,
დათბილული დღეები გადმოალაგე,
დინჯად ადღვიბე რძეში
და გამოაცხვე შვებისკვერები
თითო-თითოდ ან ნამცეცებად დასარიგებლად,
როგორაც ორი თევზი და ხუთი პური ჩამოარიგეს,
საკვირველ ვახშმად.

და ის დღეები,
გრძელი და უგემური, ტკივილიანი,
როგორც აბები, გადაყლაპე,
რადგან ასეა, რაც მწარეა ის მალე არჩენს.

ხოლო დღეები სიზმრებიდან,
ნახევრად ცხადი, დაუღეჭავი,
მზეზე დააშრე და მკერდის ქვეშ ამოიკეცე.

დანარჩენი კი მომავალი,
ზღვასავით მლაშე და
ანდაც ტკბილი, როგორც ზედაშე -
ჯერ უფიქრელი დღეებია,
მოუმწიფარი...

და ვიდრე ნაყოფს ჩამოკრეფდე
წვნიანს , დაჩირულს
და ვიდრე დღეებს შემოამტვრევ
ვნების ხარაჩოს,
გამოიყოლე ნასიცხარი მწუხრი 
და სადაც 
ქარი აგიწვავს გადაღლილ ბეჭებს,
შემოიხედე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები