| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2015 |
... დულსი, იმდენად ღია მქონდა გული - შემცივდა, ფორთოხალივით მოვაშორე კანი და წვენი გზიდან. და რადგან ისევ მჯერა, ახლა შენში ვარ, ძილი არ მინდა, გახელილი თვალებით ვწვები, გისიზმრებ, ასე ვმოგზაურობ დღიდან, ნულიდან, (ზუსტად ის დროა, ერთი ძილი წყალსაც ეძინოს). სულს და გულს პულსს და მეტრისცემას ისევ ვურითმავ, რადგან ვერაფერს ვეღარ ვშველი უპოეზიოდ. რადგან ისეთი სიცივეა, მიჭირს უშენოდ, რადგან ისეთი მრუდე გზაა, ვერ ვლენ ურმები. მსურს ეს კედელი (ხმაუმტარი) მალე აშენდეს, მე და მეს შორის, არ ვგიჟდები, უფრო ვყრუვდები... ... დულსი, გავიგე, რომ ცრემლები ლექსებს ზრდიანო, ჭიქა რითმაზე დავუძახე პოეტს - ტერენტის... ახლა ისე მსურს ზღვის ტალღებმა გადამიაროს, ვიპოვი ვინმე ლურჯვალიანს, მოვეფერები... შუაღამეა, მიხვდი ალბათ - მიწევს ლოდინი, უამრავი მაქვს სათქმელი და საანგარიშო... წუხელ კი სულში ისე წვიმდა, ისევ მოვდიდდი, დავცარიელდი, რაც კი მქონდა, წყალმა წაიღო... იდგა ქუჩაში დღეს დილიდან დოლით მესტვირე, მითხრა - წასულ ბედს ასე ვთმობო, აღარ მივტირი... სულ, როცა ჩამთვლემს, სუფთა მტკვარი დამესიზმრება, და ვერ ვუყვები, ისე მღვრიე არის იმ დილით... ... დულსი, ამ ბოლოს გაორება გულზე მეხვევა, ყოველ საათში სხვაგან ვმალავ იმ ძველ ფისტოლეტს... როცა ვნახულობ გზაში მორიგ ავტო შემთხვევას, ისევ მინდება, რომ მანქანის მართვა ვისწავლო. (არ მითვალთვალებს არავინ და აღარც მისმენენ)... აქ, ზუსტად ამ დროს, უეჭველად უნდა დავწერო, თუ გახსოვს, გული რომ მტკიოდა, ჰოდა მის მერე ეს პოეზია ჩემთვის გახდა დულსი, პლაცებო... სიგარეტისთვის აღარ ვხარჯავ ბოლო „კაპიკებს“, ვუნახავ იმ ბავშვს, ცხოვრება რომ ვეღარ დაგავა... და გთხოვ, შემპირდი, მორიგ წერილს თუ ვერ გაიგებ, დარწმუნდები, რომ გადავსახლდი და აქ აღარ ვარ. . დულსი, ილევა ეს ფურცელი, როგორც ის ტყვია, ერთმანეთისთვის რომ დაჭირდა ინგა-მურტალოს... ვერ გავიგეო - დაარხევენ ხმებს და იტყვიან, იქნებ შეძლო და თარგმანები ჩამოუტანო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენიერი ლექსები, მშვენიერი ავტორი. 5.
მშვენიერი ლექსები, მშვენიერი ავტორი. 5.
4. "დულსი, იმდენად ღია მქონდა გული - შემცივდა, ფორთოხალივით მოვაშორე კანი და წვენი გზიდან. და რადგან ისევ მჯერა, ახლა შენში ვარ, ძილი არ მინდა, გახელილი თვალებით ვწვები, გისიზმრებ, ასე ვმოგზაურობ დღიდან, ნულიდან, (ზუსტად ის დროა, ერთი ძილი წყალსაც ეძინოს). სულს და გულს პულსს და მეტრისცემას ისევ ვურითმავ, რადგან ვერაფერს ვეღარ ვშველი უპოეზიოდ. რადგან ისეთი სიცივეა, მიჭირს უშენოდ, რადგან ისეთი მრუდე გზაა, ვერ ვლენ ურმები. მსურს ეს კედელი (ხმაუმტარი) მალე აშენდეს, მე და მეს შორის, არ ვგიჟდები, უფრო ვყრუვდები..."
ასეთ კარგი რამ რა ხანია არ წამიკითხავს!
"დულსი, იმდენად ღია მქონდა გული - შემცივდა, ფორთოხალივით მოვაშორე კანი და წვენი გზიდან. და რადგან ისევ მჯერა, ახლა შენში ვარ, ძილი არ მინდა, გახელილი თვალებით ვწვები, გისიზმრებ, ასე ვმოგზაურობ დღიდან, ნულიდან, (ზუსტად ის დროა, ერთი ძილი წყალსაც ეძინოს). სულს და გულს პულსს და მეტრისცემას ისევ ვურითმავ, რადგან ვერაფერს ვეღარ ვშველი უპოეზიოდ. რადგან ისეთი სიცივეა, მიჭირს უშენოდ, რადგან ისეთი მრუდე გზაა, ვერ ვლენ ურმები. მსურს ეს კედელი (ხმაუმტარი) მალე აშენდეს, მე და მეს შორის, არ ვგიჟდები, უფრო ვყრუვდები..."
ასეთ კარგი რამ რა ხანია არ წამიკითხავს!
3. უჰ ეს ლექსი წაკითხული არ მქონდა:) ახლა შევაფასე მოგიკითხე გიო წარმატებები უჰ ეს ლექსი წაკითხული არ მქონდა:) ახლა შევაფასე მოგიკითხე გიო წარმატებები
2. ჩემგანაც. და აუცილებლად უნდა წავიკითხო სხვებიც... ჩემგანაც. და აუცილებლად უნდა წავიკითხო სხვებიც...
1. რა თქმა უნდა 5 და წარმატებები! რა თქმა უნდა 5 და წარმატებები!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|