ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2015


მაცდურება

იყო საცდური გარდასულ დღეთა,
იის სურნელი როცა გიღვარე...
თვალახელილი მოვედი შენთან,
მერე დავხუჭე და შეგიყვარე.
დამხვდი ყვავილი ყინვანასვამი,
დელგმა-მეწყერად ყოველ ნაბიჯზე...
და შემაფეთე როგორც ნაცარი
თვალებში გესლი და სიმახინჯე...
შემრჩა დაცინვა შენეულ ხმათა,
ღია იარა მკვნესარ სოსანის,
და დღეს, რაინდი საშინელ გზათა
დავდივარ ლანდად შეშლილ მგოსანის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები