ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
28 იანვარი, 2015


15875415374 და სიჩუმე...

    სიჩუმე... დამაყრუებელი სიჩუმე. შეიძლება ასეც ითქვას თუმცა კარგი გაგებით, ახლა ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მართალია სახლში მხოლოდ მე ვარ სარკმელთან მდგარი და ეს ის არ არის როგორ სიმარტოვესაც ვისურვებდი, თუმცა მაინც საკმარისია. 25.01  / 22: 34  15875415374  ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს. უფრო სწორად, ზუსტად ვერც ვიკრებ გონებას თუ დღეს რა რიცხვია ან რა დროა. უინტერესოა და ალბათ ამიტომაც. როგორ მჭირდებოდა ეს სიჩუმე. თუმცა სხვები მაინც მიმოდიან აქეთ იქით. ვინ რისთვის მიიჩქარის ან რისკენ მიისწრაფვიან?! რას გაიგებ. ყოველგვარ ჩარჩოებს მოწყვეტილი და დარჩენილი ეულად, ესაც კი სანატრებელი გიხდება ადამიანს. როდესაც არ გაინტერესებს ქვეყნად არაფერი და გინდა ამ მდგომარეობაში კიდევ დიდხანს გასტანო თუნდაც მდუმარებაში. თითქოს სულიც ისვენებსო და სხეულიც. არ იფიქრო იმაზე რომ მალე ისევ უნდა აუწყო ფეხი დროთა სვლას და დაუბრუნდე ცივილიზაციას რომელიც ასე დამღლელი და ხანდახან უინტერესოც კი ხდება შენთვის. არ იფიქროთ რომ მოსაწყენი ადამიანი ვარ. პირიქით. მიზანსწრაფვა და დამსახურებული წარმატება ყველაზე საოცარი გრძნობაა. იმიტომ რომ ის შენია და ის თავად მოიპოვე რაც მეტ ელფერს მატებს ამ ყველაფერს. აკეთებ საკუთარ საქმეს, ქმნი რაღაც ახალს და ეხმარები შენს გვერდზე მდგომს როცა მას ასე ჭირდები.როცა ეს ყველაფერი შენთვის მოსახერხებელი და შეთავსებადია ხომ მთლად უკეთესი. თუმცა ამ უკანასკნელს, მაინც არაფერი შეედრება. თანადგომა ეს ის გრძნობაა, რომელიც შენთან ერთად იბადება და შენზეა დამოკიდებული აღმოაჩენ თუ არა მას შენში. თუმცა უდაო რომ ის ზეაღმატებული გრძნობაა და სულ სხვა ადამიანად გაქცევს და პოზიტივი, რომელსაც შენგან გამომდინარე კიდევ სხვა შენს გვერდში მდგომი შეუძლია ჩაითრიოს. დაანახოს თუ რა არის რეალურად, რაც არის რეალურად.
  გაწვიმდა... ფანჯრებიც ნელნელა დაიორთქლა. თან ცოტა არ იყოს სახლშიც აცივდა. ფიქრებს, გრძნობებს, ემოციებს, ისე ვყავარ მოწყვეტილი თითქოს რეალობის აღქმას ვკარგავ წამიერად, თუმცა არ მსურას მისგან განთავისუფლება. ფიქრი გააქარწყლებს ყველაფერ ცუდს ჩემში და ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მშვენიერი იქნება. მჯერა ამის. მჯერა ყოველივე საუკეთესოსი და მჯერა დიდების. რომ ახლოა რასაც ველით. რაზეც კი გვიოცნებია ან გვინატრია. ეს ყველაფერი მოხდება და ჩვენ ამას ნათლად ვნახავთ. წარმატებას ჩვენი შვილების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ქვეყნის. ჩვენ- ჩვენ ვართ და მას ვერავინ ვერასდროს შეცვლის.
სიყვარული, მეგობრობა,თანდგომა, ურთიერთგაგება და ამით ვასრულებ...

P.S წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები