ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
29 იანვარი, 2015


სულ ერთი ლარი

ლარები იქით იყოს და ......ეს ყველაფერი მართლაც მოხდა დღეს.

კვირაა, მშრალ ხიდზე ვსეირნობ, ვიყიდე ტელეფონი, HUAWEI,  დაზიანებული, სულ რაღაც 1 ლარად...

მერე ნაცნობი შემხვდა,  ვაჭრობს იქ, პროფესორია, წუწუნი დაიწყო, 1 ლარიც ვერ ვიშოვე, არაფერი იყიდებაო...აბაა?..

მერე 1 ლარიანი ვიპოვნე...

ბოლოს, რომ დავიღალე, ბაღში დავჯექი და უცნაური რამ აღმოვაჩინე ! ლეონიძის ძეგლი რატომღაც ნაპოლეონს გავს (ზურგიდან ) ეს ლუდს დავაბრალე და თავი დავიმშვიდე , ჰო, მართლა, ეს ლუდი ადრე 1 ლარი ღირდა და მერე ""გააიაფა"" ერთმა ბიძიამ.....

ჰო და ვზივარ, ""გაიაფებულ"" ლუდს ვსვამ,  ასევე ვეწევი ""გაიაფებულ"" ვინსტონს  და ამ დროს მოდის ორი გოგონა ჩემთან, (ეს ცალკე ნაწარმოების  თემაა და მერე ამას როგორმე დავწერ)

მოვიდნენ , ერთმა დაქაჩა თვალები, მოირგო საჯარო ღიმილი  , დაპრუწა ტუჩები..."იცით რა უნდა გთხოვოთო. სწორად გაგვიგეო....""მე ეგრევე სწორად გავიგე და  ფული გინდათ მეთქი, ჰოუ, როგორ მიხვდიო და ჩაცმულობაზე მეთქი, გოგონი....

მერე დიდხანს მანამუსებდნენ და "მარცხვენდნენ"  1 ლარი გავკლდებაო, მოგვეციო....  მე ხან თვალები მიფართოვდებოდა მათი "გაჭირვების" გამგონე და ხან მივიწროვდებოდა..სიცილისაგან.

მოკლედ , დავიღალე, დიდხანს ვცქმუტავდი სკამზე ( ლუდი მაწუხებდა!)  და თან ჩიპსი გამითავდა, ამიტომ მოვუბოდიშე, ახლა მშია და თავი დამანებეთ, თუ ფული გინდათ, იმუშავეთ, ან .....მიეცით მეთქი, ვააა?....რა საშინელებაა?..

რა მივცეთო და .....

მაგრამ  ეს ხომ უკვე სულ სხვა  თემაა და მერე იყოს. ჯერ ეს იკმარეთ.


ს.ნ.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები