ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2015


ცი-ს

ეგ თვალები ლაჟვარდია წმინდა,
ნეტავ რატომ ვერ ვამჩნევდი გუშინ....
შენს მკლავებში მიძინება მინდა,
მაგრად, მაგრად ჩამიხუტე გულში.
ვიცი, მალე სიგიჟემდე მივა
ეს წუთები--გვირგვინები ეკლის,
მარტოობა როცა ისე მტკივა
ვით იარა შენთვის მოჭრილ ნეკნის...
და მწყურია სასაფლაო წმინდა,
არა ასე არ ვიყავი გუშინ....
შენს სუნთქვაში მიცვალება მინდა,
გევედრები, ჩამიკარი გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები