ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2015


ვკეტავ კარს

ვკეტავ კარს...
დააკაკუნე, რომ შემოხვიდე.
ეს კარი ისე დიდხანს და ფართოდ იყო ღია,
შენი ყველა ტკივილი და სიხარული შემოვიდოდა.
ოთახის ერთ კუთხეში
მყუდრო სავარძელში მოკალათდებოდა
და ჩემს ტკივილს და სიხარულს შეერწყმებოდა,
მოგიზგიზე ბუხრის სითბო
სიყვარულად აქცევდა
და ჯვარზე გაკრული ცხოვრება
/კედელზე დახატულ გაყვითლებულ ფრესკას რომ ჩამოგავს/
გაზაფხულის მოსვლასავით აფეთქდებოდა.
ჰო!
ეს კარი ისე დიდხანს იყო ღია,
ანჯამები დაუჟანგდა,
მარტოობის ჭიამ დახრა და
ბუხარშიც ცეცხლი ნაცრად იქცა...
მე კი ნაცარქექიად.
ვკეტავ კარს...
დააკაკუნე,
ჯერ კიდევ არ არის გვიან...
სამუდამოდ რომ არ დავიმსხვრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები