| ავტორი: სინა ჟანრი: პროზა 2 თებერვალი, 2015 |
ჩემი სული სამოგზაუროდ წავიდა და მარტო დავრჩი! იპოვე და დამიბრუნე გთხოვ... ყოველთვის მაქვს იმედი რომ უიმედობა მალე გაივლის. დროა რაღაცეები გადავაფასოთ... ცხოვრება უნდა დავასუფთაოთ ნაგვისგან, მოდი დავახარისხოთ მაინც, ნაწილი დაუნანებლად გადავუშვათ სანაგვე ყუთში, ნაწილი მოგონებების თაროზე შემოვალაგოთ დროებით. მე გარდავიცვალე... არა არა ნუ გეშინიათ ფენიქსისებურად ვაპირებ აღდგომას ფერფლიდან! და აი როგორც იქნა მე და ჩემი მეორე მე დავძმობილდით :) შენ არ ხარ საკმარისად კარგი ჩემთვის! მაცადე ნუ მაწუხებ, ახლა შენზე ვფიქრობ :) იცი ახლა იმას განვიცდი დაკნინებულად ტანჯვა რომ ჰქვია. ადრე მეგონა რომ მარტო დარჩენის მეშინოდა ახლა კი ვფიქრობ სიმერტოვეს ეშინია უჩემოდ არ დარჩეს :) მოდი ერთი აპოკალიფსი მოვაწყოთ წინასწარ... ჩემში დიდი აფეთქების დროა, გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება... ეს ღიმილი რაღაცას მაგონებს... პატარა სასიამოვნო ტყუილი! ჰო მეც ერთი სული მქონდა როდის მომატყუებდი რაღაცას, მაგრამ... ახლახან მწარე სიმართლეზე ვიქორწინე და, ჰო მაპატიე რომ არ დაგპატიჟეთ, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ და მატყუარებისთვის ადგილი აღარ დარჩა. მაპატიე ამ სიმართლისთვის უბრალოდ, მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს, რაღაც შავი ორქიდეის მსგავსი... და იმ ბიჭსაც რაღაც აუტანელი ხასიათი აქვს, ძალიან უყვარს ადამიანის შეწუხება, თუმცა შენ არ გეცოდინება სინდისი ქვია, ჰო, გუშინ იყო ჩემთან სტუმრად და მთელი გრძნობები მოასუფთავა, არა, მთლად სულ ყველაფერი არ წაუღია, რაღაც მაინც დამიტოვა ცრემლები! მართალი ცრემლები! იმედია შენც გეწვევა და მერე ჩვენც შევხვდებით, ახლა კი დროებით...
03.09.2011
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა <3 უბრალოდ ვერ გვარკვიე რა არი :)) მადლობა <3 უბრალოდ ვერ გვარკვიე რა არი :))
12. კარგად მოგაქვთ მკითხველამდე ნააზრევი, ნაწერიც სუფთაა, ოღონდ არა პროზა. კარგად მოგაქვთ მკითხველამდე ნააზრევი, ნაწერიც სუფთაა, ოღონდ არა პროზა.
11. მართლა? :)
კი მახსოვს რათქმაუნდა :) მართლა? :)
კი მახსოვს რათქმაუნდა :)
10. ვერ გამიგე, სხვა ჟანრში პოეზია ვიგულისხმე და არა "სხვა". :)
მე რაც ამოვაციტირე, - ეგ ნაწილი ძალიან მომეწონა. საერთოდაც მშვენიერი პოტენციალი გაქვს, პირველივე ნაწერზე შევნიშნე. გახსოვს ხომ? :)
ვერ გამიგე, სხვა ჟანრში პოეზია ვიგულისხმე და არა "სხვა". :)
მე რაც ამოვაციტირე, - ეგ ნაწილი ძალიან მომეწონა. საერთოდაც მშვენიერი პოტენციალი გაქვს, პირველივე ნაწერზე შევნიშნე. გახსოვს ხომ? :)
9. დიდი მადლობა ნეფერტარ <3 ჰო მართალი ხარ ჩემი ყველა ნაწერი ,,სხვა" არის მაგრამ იქ რო ვდებ მეჩვენება რომ არ კითხულობენ :/ შეფასების გამო არ გეგონოთ აქ ვდებდე უბრალოდ კომენტარებს სულმოუთქმელად ველი ხოლმე :) ჩემთვის დიდი სტიმულია :)
მადლობა კიდევ :*
დიდი მადლობა ნეფერტარ <3 ჰო მართალი ხარ ჩემი ყველა ნაწერი ,,სხვა" არის მაგრამ იქ რო ვდებ მეჩვენება რომ არ კითხულობენ :/ შეფასების გამო არ გეგონოთ აქ ვდებდე უბრალოდ კომენტარებს სულმოუთქმელად ველი ხოლმე :) ჩემთვის დიდი სტიმულია :)
მადლობა კიდევ :*
8. "ახლახან მწარე სიმართლეზე ვიქორწინე და, ჰო მაპატიე რომ არ დაგპატიჟეთ, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ და მატყუარებისთვის ადგილი აღარ დარჩა. მაპატიე ამ სიმართლისთვის უბრალოდ, მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს, რაღაც შავი ორქიდეის მსგავსი..." + + + ეს საერთოდ ავატარის ქვეშ უნდა დავდო, ისე მომეწონა. 5 ქულა. ჟანრი ეგაა თუ სხვა უნდა იყოს? 555555555555555555555555555 . დიდი პატივისცემით, "ახლახან მწარე სიმართლეზე ვიქორწინე და, ჰო მაპატიე რომ არ დაგპატიჟეთ, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ და მატყუარებისთვის ადგილი აღარ დარჩა. მაპატიე ამ სიმართლისთვის უბრალოდ, მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს, რაღაც შავი ორქიდეის მსგავსი..." + + + ეს საერთოდ ავატარის ქვეშ უნდა დავდო, ისე მომეწონა. 5 ქულა. ჟანრი ეგაა თუ სხვა უნდა იყოს? 555555555555555555555555555 . დიდი პატივისცემით,
7. მადლობა კომენტარებიც მამხნევებს :) <3 მადლობა კომენტარებიც მამხნევებს :) <3
6. შეფასება კი,კომენტარი არ ჭირდება :) ++ შეფასება კი,კომენტარი არ ჭირდება :) ++
5. დიდი მადლობა :) მასტიმულირებელი იყო ეს შეფასება ჩემთვის :) დიდი მადლობა :) მასტიმულირებელი იყო ეს შეფასება ჩემთვის :)
4. იდეალური გადმოცემაა იმ განცდის რაც შეიძლება სიმარტოვემ მოიტანოს...... ამ ნაწერს შეფასება არ ჭირდება, მშვენიერია და მორჩა!!!! იდეალური გადმოცემაა იმ განცდის რაც შეიძლება სიმარტოვემ მოიტანოს...... ამ ნაწერს შეფასება არ ჭირდება, მშვენიერია და მორჩა!!!!
3. მადლობა მელ.ზ :* დაგვემთხვა სიმარტოვე :)
მადლობა მუხაა <3 გამეხარდა თუ მოგეწონა ცოტა ვშიშობდი :)) მადლობა მელ.ზ :* დაგვემთხვა სიმარტოვე :)
მადლობა მუხაა <3 გამეხარდა თუ მოგეწონა ცოტა ვშიშობდი :))
2. მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს, ძალიან მომეწონა! დღეს ამაზე უკეთესი არაფერი წამიკითხავს. დღე-დღეზე იზრდები ! წარმატებები. მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს, ძალიან მომეწონა! დღეს ამაზე უკეთესი არაფერი წამიკითხავს. დღე-დღეზე იზრდები ! წარმატებები.
1. მე არ ვტოვებ სიმარტოვეს მარტო. .. ჩემს სიმატროვესაც ეშინია უჩემოდ... უფრო ეჭვიანობს. ... მე კი ის მიყვარს. ... მჭირდება და ვუფრთხილდები. .. ყველაზე მაგარი მდგომარეობაა, როდესაც მარტო ხარ. .... შენში ხარ და კომფორტულია. ... სიმშვიდეა. მაგრამ მუდმივი სიმარტოვე მომაკვდინებელია...
სიმარტოვე - მე. ... +5 - შენ. ....
ჰო... და წავედი. მე არ ვტოვებ სიმარტოვეს მარტო. .. ჩემს სიმატროვესაც ეშინია უჩემოდ... უფრო ეჭვიანობს. ... მე კი ის მიყვარს. ... მჭირდება და ვუფრთხილდები. .. ყველაზე მაგარი მდგომარეობაა, როდესაც მარტო ხარ. .... შენში ხარ და კომფორტულია. ... სიმშვიდეა. მაგრამ მუდმივი სიმარტოვე მომაკვდინებელია...
სიმარტოვე - მე. ... +5 - შენ. ....
ჰო... და წავედი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|