ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2015


დასასრული


გამოვიგონეთ  სათითაოდ  ყველა  მოვლენა.
ბედნიერების ილუზიას  დიდხანს  ვსუნთქავდით.
დროის  საზომი  ჩართული  აქვს  თითქოს  ცხოვრებას
და  გვინაწილებს    და  გვიზოგავს  ბოლო  წუთამდის.

ურთიერთობებს  - სიყვარულის მაიკრეს  აბრა.
ყველა  შეკითხვის  პასუხია  ახლა -დუმილი.
დასასრულამდე  მისვლა  უფრო  ძნელია,  მაგრამ
გადაიყოლეს  ამ  გრძნობებმა  ყველა    სურვილი.

თითქოს  განწყობას  ვინარჩუნებთ  ძალით,მხიარულს.
და  არცერთი  დღე  მონატრებით  აღარ  იწყება.
ყველა  შეხვედრას,
ყველა  სიტყვას,
ყველა სიხარულლს
ვიმახსოვრეებთ  და  არასოდეს    დაგვავიწყდება.

მობეზრებია  დედამიწას  ტრიალი  წრეზე.
განუმარტოვდნენ  მზე  და  მთვარე    სხვა  და  სხვა  ზეცას,
დროში  შემოვრჩით  ერთმანეთს  და  მიზეზებს  ვეძებთ,
რომ    ერთმანეთი  ავიტანოთ  როგორმე  დღესაც.

რა მნიშვნელი  აქვს    დროს  რა  დარჩა  -წამი  თუ  წუთი.
დაპირებები  საზღვრებს  მიღმა  არის გასული.
სამწუხაროა,მაგრამ  ფაქტი    არის  ჯიუტი.
ურთიერთობას  ჩვენსას  უკვე  ქვია    -წარსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები