ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2015


ხურმუხტის ხე

ალბათ არ იცით...
არსებობდნენ ხურმუხტის ხეები .
საამწუხაროდ, ახლა ერთადერთი შემორჩა.
ხე, რომელიც ისხამს მოჭიკჭიკე ხურმებს და  მოჟღურტილე ქლიავებს.
ტოტებზე_წყვილად.
წარმოიდგინეთ ყვითლად და ლურჯად გადაპენტილი მოჟღურტულ-მოჭიკჭიკე ხურმუხტის ხე. 
რაც უფრო ჟღურტულებენ, მით იფრო ჭკნებიან და ხმებიან ხურმები და ქლიავები, მაგრამ თავს არ ზოგავენ.  და ჭკნებიან, და ხმებიან და ტკბებიან.


_ექიმო! დასვით ბოლოს და ბოლოს დიაგნოზი? ვეღარ ავიტან ასეთ თავის ტკივილს.
_ყველაფერი კანტუზიის ბრალია. ოპერაციაა საჭირო. აუცილებელი. თან ერთდროულად  ყურზეც გავაკეთებთ. ნაღმის აფეთქების გამო ცალ ყურში ათი პროცენტი გაქვთ სმენა დარჩენილი, მეორეში_არცერთი.
_მერე? გარანტიას მაძლევთ რომ ეს ტკივილები აღარ მექნება?
_ვერა. გარანტია არ არსებობს.  როცა ქალას აგხდით, მაშინ მივხვდებით. აი, სმენა კი  ოცი პროცენტი მოგემატებათ. ცალ ყურში. ამის გარანტიის მოცემა შემიძლია.
_ექიმო, , მე მხრებზე ქვაბი კი არ მადგას, რომ ამოურიოთ და მარილი ჩაყაროთ გემოვნებით. თავია ეს, თავი.  აქამდე არ გამიგია და აწი რა უნდა გავიგონო მე ისეთი, რომ  ოცი პროცენტისთვის  თავის გადახსნად ღირდეს?! უარს ვაცხადებ ოპერაციაზე!


_რიგითო! ერთი ნაბიჯით წინ! ბრძოლაში თავდადებისათვის , ერთგულებისათვის, გაძლებისათვის თქვენ გადმოგეცემათ მოჭიკჭიკე ხურმიანი და მოჟღურტულე ქლიავიანი ხურმუხტის რტო! გილოცავთ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები