ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2015


ამაოება ამაოთა... (განწყობა)

როცა დილიდან გეძაბება ცხოვრება ისე,
რაღაც მიზეზის, უმიზეზოდ გიწევს მტკიცება,
ფსკვნილივით მარცვლი ყველა სიტყვას, შეგრძნებით ისმენ
და მერე ხვდები არაფერი, რომ არ იცვლება

გადანაცვლებით შესაკრებთა ანდა პირიქით...
ეს დღეც წინადღეს შესაფერი რიტმით მოება,
გეღობებიან გამვლელები გზებზე და თითქმის
ქუჩებსაც დააქვთ ტრაფარეტით: „ამაოება“...

ვიღაცის ღიმილს აფიქსირებ გაჩერებაზე,
ავტობუსის ან სამარშრუტე (ხაზის) ტაქსების...
დრო კი აღვირით მიშვებული თავის ნებაზე
მიდის და თითქოს მოფუსფუსე არ „ევასები“.

რაც მთავარია მოძრაობის უნარი შეგრჩა,
(სწორხაზოვანი ნაბიჯით ხომ სულ არ გივლია.)
და თუ მგლისფერი ძაღლი ზოგჯერ მგელივით შეგჭამს
შენ არა, მაგრამ ვიღაც სადღაც კმაყოფილია.

დათარსულია ეს დღე ხო და აბა რა იცი,
შინ დაბრუნებულს რას დაგიდგენს განწყობა ნიხრად
და რადგან ახლა არ არსებობს იღბლის „ვაქცინა“
ჯერ ის იდარდე დღეს, საერთოდ სახლში თუ მიხვალ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს