ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
7 თებერვალი, 2015


რომან პოდოლნი – მხოლოდ კავშირები



მაგიდას მხოლოდ შინაურები უსხდნენ, ამიტომაც ლედი ბლაუმ თავს ნება მისცა და გაზეთი გვერდით მოისროლა, რომელმაც ეს-ესაა ხასიათი გაუფუჭა.
- წარმოგიდგენიათ? - თქვა მან, - ჩემი ბიძაშვილი, კვლავ თანამდებობის გარეშე დარჩა! თავხედმა მონტეგიუმ, მომავალმა ლორდმა გალიფაქსმა, თავისი საყვარლის ბიძა დანიშნა ზარაფხანის მეთვალყურედ.
- ამბობენ, რომ მონტეგიუმ უკვე იქორწინაო მასზე, საიდუმლოდ, რა თქმა უნდა, - მელანქოლიურად აღნიშნა მისმა დამ, ბარონესა შიკლვუდმა. - რა დაბლა დაცემულა ხაზინის კანცლერი.
- რა ჯამაგირია იქ? - დელიკატური ტუჩებმოკუმვით ცნობისმოყვარეობა გამოავლინა ცოტათი გადამწიფებულმა, მისს ჯულიამ.
- შვიდასორმოცდაათი ფუნტი. დაწინაურების პერსპექტივით. როგორ წაადგებოდა ისინი, ჩვენს სერ არტურს!
- და ვინ არის ის? - კვლავ დაინტერესდა, მისს ჯულია.
- შენ რა, არ იცნობ ჩემს ბიძაშვილს – სერ არტურს?
- მე ახალ მეთვალყურეზე ვკითხულობ, ძვირფასო.
- ცუნცულა! როგორ გეტყობა, რომ ეს-ესაა პროვინციიდან ჩამოხვედი და წარმოდგენა არა გაქვს სამეფო კარის ცხოვრებაზე. - შემაფასებელი მზერა მოავლო ლედი ბლაუმ მისს ჯულიას. - შენთვის ჯერ ადრეა მასზე ფიქრი. ორმოცდაათი წლის მამრია, საშინლად უშნო. კავშირების წყალობითაა, რომ დაწინაურდა! თუ მაინც გაინტერესებს... კეთილი. მას, მეტად მეშჩანური სახელი აქვს – ისააკ ნიუტონი.

Роман ПОДОЛЬНЫЙ  ТОЛЬКО СВЯЗИ



За столом сидели только свои, поэтому леди Блау позволила себе отшвырнуть рассердившую её газету.
- Подумать только, - сказала она, - мой кузен опять остался без должности! Наглец Монтегю, будущий лорд Галифакс назначил смотрителем Монетного двора дядю своей любовницы.
- Говорят, Монтегю уже женился на ней, тайно, разумеется, - меланхолически заметила её сестра, баронесса Шикльвуд. - Низко же пал канцлер казначейства!
- Какое там жалованье? - деликатно поджав губы, осведомилась несколько перезрелая мисс Джулия.
- Семьсот пятьдесят фунтов. С перспективой повышения. Как бы они пригодились нашему сэру Артуру!
- А кто он? - продолжала спрашивать мисс Джулия.
- Разве ты не знаешь сэра Артура, моего кузена?
- Я о новом смотрителе, дорогая.
- Милочка! Сразу видно, что ты только что из провинции и не в курсе придворной жизни. - Леди Блау окинула мисс Джулию оценивающим взглядом. - Тебе ещё рано думать о нём. Пятидесятилетний мужлан, ужасно некрасив. Его выдвинули только связи! Если он тебя всё-таки интересует... Пожалуйста. Его зовут - такое мещанское имя - Исаак Ньютон.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები