ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 თებერვალი, 2015


,,მუზა"

მოდი ცხოვრება დავილაგოთ!
მერამდენედ?!
ეს იმიტომ, რომ გუშინდელ დალაგებულს უკვე მტვერი ედება,
მოდი ბოლო თაროდან დავიწყოთ,
აი იმას ვგულისხმობ მოგონებები რომ ალაგია უნიჭოდ,
რა თარიღის მიხედვით დამილაგებია,
ჰო გამახსენდა,
ალბათ იმ აზრით, რომ ადვილად ჩამოვაქვეითო ის, რომელიც დამიძველდა გუშინდელთან შედარებით,
მაგრამ რომ შევხედე ცრემლები მომადგა...
ასე რომ კანონზომიერების ეს წესი აღარ მომწონს და ფასეულობათა მიხედვით ვაპირებ დავალაგო...
გადასაყრელად მაინც ყველა დამენანება,
საერთოდაც რას ვერჩი ამ თაროს გუშინ ხო დავალაგე და რას ავიშალე ეს მოგონებები,
და საერთოდაც რას ავიხირე ეს დალაგება, ხვალ მაინც უნდა ავურიო და...
ისე შევამჩნიე, რომ ხშირად მუზა წიგნის გვერდებზე მხვდებახოლმე,
ახლაც შემომხვდა და ზოგჯერ როგორც ვიქცევი ხოლმე ქუჩის მეორე მხარეს არ გადავსულვარ, თამამად შევხვდი. :)
მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს თვითონ იყო უხასიათოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები