ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

ტარიგი

მე ვარ ტარიგი მეწამულ ზღვათა
და გარიყული ტალღა კალაპოტს,
რომ გასახარად, სხვათა და სხვათა,
ლექსით დაღლილი გულიც მღალატობს.
მუზის ცურებში სთვლემენ  ყორნები,
ადამის სისხლზე სატანა ხარობს....
ლეთას ეძლევა ნათლის ბორანი,
და ნავში ნებით ვუჯდები ქარონს....
ყოფნა-არყოფნის ბინდიან კართან
იმედმიხდილმა დაშნა ჩავაგე,
რადგანაც უკვე, საკუთარ თავთან,
ბრძოლა კი არა  ომი წავაგე;
და როს სიკვდილი გადამკრავს სახრეს,
გადამაფენენ ქარები ქვიშას,
ვიცი, მოხვალ და ჩემ ცოდვილ სახელს
კითხვა-ძახილის დაუსვამ ნიშანს.
გულზე ცის ცრემლად გადამექცევი
და ბეთანიისდამაბნევ იებს....
მაგრამ ლექსები....
შენი ლექსები,
მე ასეთ სიკვდილს არ მაპატიებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები