ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2015


ამელის დღიური

ძალიან ლამაზი ქორწილი ჰქონდათ ბებოს და სერჟს.გარეუბანში,ერთ ძალიან ლამაზ და პატარა ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი,მერე წამოვედით რესტორანში და გვიან ღამემდე ვერთობოდით..
მეორე დილით მე,სოფი და პიტერი პარიზის დასალაშქრად გავქანდით,მთელი დღე ქუჩებში ვიხეტიალეთ,ვჭამდით ნაყინს,კარამელებს,ვიღებდით ფოტოებს,ერთი ლამაზი სახლის სახურავზეც ავიპარეთ ჩვეულებისამებრ..მერე გამახსენდა,კაფე ,,ამელი,,იქაური გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი და პიტერს და სოფის შევთავაზე ცოტა დაგვესვენა კაფეში...
საღამოს ძალიან დაღლილები დავბრუნდით სახლში,არც ლაპარაკის და არც ვახშმის თავი არ გვქონდა,მაგრამ ბებო რის ბებოა,ისე გავეშვით დასაძინებლად..
-ძალიან გემრიელი ფუნთუშები გვაქვს,სანამ რძეს და ფუნთუშებს არ მიირთმევთ,დასაძინებლად ვერ წაბრძანდებით!გამოგვიცხადა და დიდი ლანგრით მაგიდაზე ვანილისსუნიანი ფუნთუშები დააწყო...ისეთი სურნელი დატრიალდა,ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ და მაგიდას შემოვუსხედით..
მამა და სერჟი ბუხართან ისხდნენ,ვისკის წრუპავდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ,ხანდახან ორივე გულიანად გაიცინებდა ხოლმე,არ ვიცი რაზე საუბრობდნენ,მაგრამ აშკარა იყო ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ...
როგორც იქნა დასაძინებლად ავედით.მე და სოფი ჩემს ოთახში ,პიტერი ჩვენს გვერდით..გვიან ღამემდე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით მე და სოფი,პიტერმა ვინ იცის რამდენჯერ მოგვიკაკუნა კედელზე,ყურები ნუ წაიღეთ თქვენი ჭორაობითო....ბოლოს როგორც იქნა ჩაგვეძინა და პიტერმაც მოისვენა და ჩვენც...
-ნეტა იმ ბუზღუნას ჯერ კიდე სძინავს?მეკითხება ახალგაღვიძებული სოფი და პიტერის ოთახზე მანიშნებს
-მოდი,შევიპაროთ და კბილის პასტით გავთხუპნოთ,ვეუბნები მე და აბაზანაში შევდივარ..
....
-ჩუმად!მეუბნება სოფი და კარებს აღებს,მე როგორც იქნა ვსერიოზულდები და უკან მივყვები,ფეხაკრეფით შევდივართ და უცებ გვესმის კარების მიკეტვის ხმა..
-გოგონებო,მე სავარჯიშოდ გავალ ცოტა ხნით,თქვენ აქ დამელოდეთ!გვეძახის პიტერი და მესმის კიბეებზე როგორ ჩადის..
-პიტერ!!!!-ვყვირი მთელ ხმაზე,მაგრამ რად გინდა,წაბრძანდა....
მე და სოფი ერთმანეთს ვუყურებთ და სიცილი გვიტყდება..მერე იატაკზე ვჯდებით და ვფიქრობთ როგორ გავიდეთ აქედან..
-ფანჯრიდან რომ გადავძვრეთ?მეუბენბა სოფი
ვდგები და ფანჯრიდან ვიხედები,ქვემოთ ყვავილები და ბუჩქებია
-პირდაპირ გამზადებულია ჩემს ჩასამარხად,ვეუბნები სოფის და ამ იდეას გამოვრიცხავ....
-იქნებ თმის სარჭი გვესინჯა?არ ნებდება ჩემი ოპტიმისტი მეგობარი
-ვსინჯოთ,მაგრამ სად ვიშოვო თმის სარჭი?უი,იქნებ პიტერს ჰქონდეს ჩანთაში?ვიკრიჭები მე
სოფი იმედგაცრუებული ზის და ალბათ მესამე ვარიანტზე ფიქრობს
-ოოჰ,რა საძაგელი ბიჭია!როგორ მინდა გავწეწო,ამბობს უკვე იმედგადაწურული სოფი
-ჩვენ ხო ძალიან კარგი გოგოები ვართ?!ვეუბნები და კბილის პასტას ლოგინზე ვაგდებ..
ეს უფროსებიც რომ სახლში არ არიან,მაინდამიანც ეხლა...
მთელი საათნახევარი ვიყურყუტეთ პიტერის ოთახში..როგორც იქნა მობრძანდა,კარი გააღო და გაგვიღიმა:
-აბა,როგორ ხართ ბატებო?
-დაგვცინი კიდეც?ვეუბნები და ბალიშს ვესვრი..
-კარგით ჰო,ეხლა ვიბანავებ და მერე ცხელ შოკოლადზე გეპატიჟებით,რომელ კაფეშიც მეტყვით იქ წავიდეთ,გვეუბნება და თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით გვიცქერის
-დანაშაული გინდა არა გამოისყიდო?ვეუბნები და თვალებს ვწკურავ-მხოლოდ ცხელი შოკოლადით ვერ გამოძვრები იცოდე ვაჟბატონო!
-ოჰ,ოჰ!ნუ მაშინებ მზისფერთმიანო,იცინის და აბაზანაში შედის
ჩვენც ოთახში გავრბივართ,რომ მოვემზადოთ..
ჩემი ტელეფონის ზარია,ბებო რეკავს,სერჟი მოვა და თავის შვილიშვილს მოიყვანს-უმცროს სერჟს,უნდა რომ გაგვაცნოს/გუშინ ჩამოვიდა ამერიკიდან.მგონი ჩვენი ტოლი უნდა იყოს,ან ცოტათი უფროსი,ქორწილს ვერ ჩამოუსწრო და ეხლა ჩამოვიდა..
-ძალიან კარგი,შენც გეყოლება კავალერი,ვეუბნები სოფის
-იმედია პიტერივით საძაგელი ბიჭი არ იქნება
ამბობს სოფი და ჩემს ჭრელ ქუდს იფხატავს თავზე......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს